"საქართველოს პრინცესასთან ერთად" - ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან - Marao

"საქართველოს პრინცესასთან ერთად" - ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან

2026-05-11 10:36:42+04:00

პარიზულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცს“ უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელების თამაში არ მოქცეულა.

სტადიონის ტრიბუნებიდან გუნდს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთელების მეუღლეებიც, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მატვეი საფონოვის მეუღლის, მარინა კონდრატიუკის პოსტმა.

მარინამ საკუთარ გვერდზე ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„საქართველოს პრინცესასთან ერთად“ - წერს მარინა.

nitsa-tavadze

  • ხვიჩა და ნიცა ფოტოებს თაიმს სქუერიდან აქვეყნებენ: ამერიკული ვოიაჟი და კადრები თანაგუნდელთან ერთად 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

nitsa-tavadze

  • ნიცა თავაძე ტრიბუნაზე და გამარჯვების საოცარი ემოციები: ქართველი ვარსკვლავის მშვენიერი მეუღლე კადრებს გვიზიარებს 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.