ასათიანების ოჯახი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაკა ასათიანი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და წარმატებულ ბიზნეს ლედად ითვლება. ის ხშირად ჩნდება საჯარო სივრცეებში და მისი შვილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ, თუმცა მაკას ჰყავს და, სალომე ასათიანი, რომელიც დაფარული ცხოვრებით ცხოვრობს - არ გამოირჩევა საჯაროობით და მის შესახებაც ბევრი რამ უცნობია.
სალომე ასათიანს ერთი ქალიშვილი, მარიანა აჩბა ჰყავს. მარიანა წარმატებული მუსიკოსია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დედის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ მალევე უამრავი მოწონება დაიმსახურა.

სალომე ასათიანი
მაშინ, როცა 90-იან წლებში მაკა ასათიანი, თეონა თავართქილაძე და სხვა ცნობილი სახეები ბომონდურ წვეულებებს ხშირად სტუმრობდნენ, მათ გვერდით არასდროს ჩნდებოდა სალომე ასათიანი - მაკა ასათიანის ერთადერთი და. სალომე ასათიანი კამერების წინ არც სოციალური მედიის გააქტიურების დროს გამოჩენილა - მისი ფოტოები რთული მოსაძებნია.
სალომე ასათიანის შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ცნობილი გახდა მისი ერთადერთი ქალიშვილის, მარიანა აჩბას კარიერული წარმატების შესახებ - მარიანა პიანისტია, მან განათლება საფრანგეთში მიიღო და საქმიანობა ევროპაში გააგრძელა. გარდა ამისა, ის ხშირად ჩნდება მაკა ასათიანისა და მისი შვილების ოჯახურ კადრებშიც.
თავად სალომე ასათიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება. წლების წინ სალომე ცოლად გაჰყვა ასტამურ აჩბას. წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სალომე ასათიანი და ასტამურ აჩბა ერთმანეთს დაშორდნენ, ასტამურმა მეორე ოჯახი შექმნა, სალომე კი აღარ დაქორწინებულა.
ისევე როგორც მაკა, სალომეც გამორჩეული გემოვნებითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ხშირად აღნიშნავენ მათ ვიზუალურ მსგავსებას, თუმცა სალომეს საკუთარი, ინდივიდუალური შარმი აქვს.

ახლობლების წრეში სალომე ასათიანი ცნობილია, როგორც ძალიან განათლებული, მშვიდი და ერთგული ადამიანი, რომელიც უპირატესობას მშვიდ, კამერებისგან შორს ცხოვრებას ანიჭებს.