"ბუნების სასწაული, დედის და მამის ასლები" - ნინო სურგულაძის ოჯახური ბედნიერება - Marao

"ბუნების სასწაული, დედის და მამის ასლები" - ნინო სურგულაძის ოჯახური ბედნიერება

2026-05-11 20:30:41+04:00

მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავისთვის, ნინო სურგულაძისთვის, ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი როლი არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში აღმოჩნდა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა და დატვირთული გრაფიკისა, მისთვის მთავარი სამყარო საკუთარ ოჯახსა და ორ პატარა საოცრებაში – ტყუპებში ერთიანდება. სოციალურ ქსელშიც, სადაც ნინო ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ყველაზე დიდ მოწონებას სწორედ ნატალია და ზაქარია იმსახურებენ. ამჯერად მომღერალი სწორედ მათ ფოტოებს გვიზიარებს. 

nino-surguladze

ნინო სურგულაძის ოჯახი და კარიერა

ნინო სურგულაძე დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან. მისი საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. მან ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010), ასევე, ქართულ ფილმებში - ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.

  • ნინო სურგულაძის ამბავი ესპანეთიდან: "აი, ასეთი დღე იყო. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ"

ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა. 

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია"  - ამბობდა მომღერალი.

  • ნინო სურგულაძის შესრულება მეგობრების წრეში, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის: "ასეთი ქალები ცვლიან რეალობას, აკეთილშობილებენ სამყაროს" 

"ახლა ყველაფერს სულ სხვანაირად ვაცნობიერებ და ვაფასებ, რადგან  უფალმა დედობის ბედნიერება მეც მომანიჭა. 30 წელზე მეტია, სცენაზე ვდგავარ და უამრავი სითბო გაუზიარებიათ ჩემთვის, მაგრამ დედის მიმართ გაზიარებული სითბო სხვაგვარად ტკბილი ყოფილა. ახლა ჩემი შვილები მატკბობენ ამ უჩვეულო და ყველაზე ძვირფასი სითბოთი. მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი და მათ თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი ყოფილიყოს", - ამბობდა ის. 

ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.