"ალისა ქორწილს გეგმავს..." - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და შვილზე, ალისკა სააკაშვილზე - Marao

"ალისა ქორწილს გეგმავს..." - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და შვილზე, ალისკა სააკაშვილზე

2026-05-12 10:35:02+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილის პოდკასტის "სარკასტიკას" სტუმარი იყო. სოფომ გადაცემის ფარგლებში ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა მათ შორის ალისკაზეც.

სოფო ნიჟარაძის ინტერვიუ

სოფომ აღიარა, რომ დღეს მისი პოპულარობა ალისას წარმატებამ გადაფარა. მომღერლის თქმით, 6 წლის ალისა უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც თავად წყვეტს, როგორი ვიდეოები ჩაწეროს.

"უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა.

ქობულეთში ვისვენებდით და ერთ დღეს ვეუბნებოდი, რომ მის სთორებს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა. ვთხოვე, რეკლამა მაქვს გადასაღები და შეგიძლია რამე მომიფიქრო-მეთქი? ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, მეკითხება - რისი რეკლამა გაქვს გასაკეთებელი? იქვე, წამებში მოიფიქრა სცენარი:"დაჯდები, წაისვამ კრემს, მეც შემოვალ და გკითხავ - რას შვრები, დე? შენ მეტყვი - კრემს ვისვამ და მე გიპასუხებ - რატომ, რომ არ დაბერდე?"

მეორე დღეს გადავიღეთ ეს სცენარი და ბავშვმა ისე ითამაშა, გეგონებოდა საერთოდ არ დაგვიდგამს", - ამბობს სოფო.

  • "მუხლებში ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, სულ ვფიქრობდი რა იყო ეს განცდა…" - სოფო ნიჟარაძე მისი ცხოვრების ყველაზე რთულ ამბავს იხსენებს 

sofo-nijaradze

  • "ვერასდროს ვეუბნები ალისკას, როდის დაბრუნდება მამა" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა. წამყვანმა მას ძველი ინტერვიუ გაახსენა, სადაც სოფო საკუთარ სტანდარტებზე საუბრობდა. მაშინ მაია ასათიანის გადაცემის იმ ეპიზოდს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოფო ნიჟარაძის ამ ინტერვიუს დღესაც ხშირად იხსნეებენ: 

"კი, მიშა, გარკვეულწილად, "თავხედია", მიმწოლი და ჩემი გული კიდევ ბევრი რამით მოიგო - ჭკუით, განათლებითა და იუმორით; ეს სწორედ ის მთავარი თვისებებია, რომლებიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ალისა უკვე გეგმავს, რომ როდესაც მიშა საპატიმროდან გამოვა, ქორწილი უნდა გადავიხადოთ - მე ყვავილები უნდა დავყაროო, ამბობს ხოლმე. ხშირად მეკითხება, მე და მიშას გვქონდა თუ არა ქორწილი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მე და მას ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია.

რაც შეეხება სანდრას, მასთან ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა და-ძმებს შორის იდეალური კავშირია," - ამბობს სოფო.