"მოგმართავთ თხოვნით - მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ" - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს - Marao

"მოგმართავთ თხოვნით - მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ" - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

2026-05-12 11:37:37+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძემ 12 წლიანი ქორწინება დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თამუნამ გააზიარა.

"ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!

მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით - ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება.

გავუფრთხილდეთ ბავშვებს!

დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!" - წერს თამუნა.

tamuna-museridze

  • "ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში" - მსახიობი სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

თამუნა მუსერიძე განქორწინების შესახებ

"ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს. ასე ცუ­დად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ამა­საც გა­დავ­ლა­ხავ.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რაც არ გა­და­მი­ლა­ხავს. ასე­თი მშვი­დი და ჩუმი, და­მან­გრევ­ლად ჩუმი დეპ­რე­სია თუ მექ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა, მაგ­რამ მოხ­და.

 პერმანენტულად მესამე პიროვნებები ჩნდებოდნენ ჩვენს ურთიერთობაში, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვატარებდი, ვპატიობდი გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახის გამო. ერთ-ერთი მძიმე ეტაპი შარშან გავიარე, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს, როდესაც პარტნიორთან გარკვეული ურთიერთობები დაიწყო, მაგრამ წელს იყო დაგვირგვინება. წელს ვეღარ ავიტანე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე ადამიანი არასოდეს დამიდანაშაულებია. თუ რაღაც არ არსებობს ორს შორის, მესამე ვერ გაჩნდება. მაგრამ წელს რასაც ვუყურე და რაც ვნახე შემთხვევით, ჩემთვის წარმოუდგენელია.

არ და­ვი­წყებ იმის ძი­ე­ბას, თუ ვისი ბრა­ლია. თქვენც ნუ და­ი­წყებთ იმის ძებ­ნას, თუ ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, არა­ვინ არა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ, რად­გან არა­ვი­სი ბრა­ლი არ არის.  მი­ზე­ზებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეს დამ­თავ­რდა, აქამ­დე მის­ვლა იყო რთუ­ლი. წერ­ტი­ლის დას­მის მერე არის სიმ­შვი­დე, მაგ­რამ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სიმ­შვი­დე. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მე­გობ­რებს, ვინც ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რეს. არ მე­გო­ნა, თუ ასე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

მე მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი არა­ფერ­ში და­მი­და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ის მე­სა­მე არა­ფერ შუ­ა­შია, თუმ­ცა წელს რა­საც ვუ­ყუ­რე და ვნა­ხე შემ­თხვე­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით. მაგ­რამ ის გოგო არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვე­ნი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მყა­რად. ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ, უბრალოდ ერთი რჩევა მინდა მივცე ყველა მამაკაცს - როდესაც სახლიდან გადიხართ, ლეპტოპში მესენჯერი ჩართული არ დატოვოთ.

დამ­თავ­რდა ეს ის­ტო­რია, ჩვე­ნი 12-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­თავ­რდა", - ამ­ბობს თა­მუ­ნა მუსერიძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა.