"ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში That’s all", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. სანდროს პირველი მეუღლე ლიზი სტურუა იყო. მათ ქორწინებაში ერთი ქალიშვილი, ელენე შეეძინათ. მოგვიანებით სანდრომ ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეზე იქორწინა, მათ ორი საერთო შვილი, მარიანა და ანიკა ჰყავთ.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და თამუნა მუსერიძე მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ განქორწინების მიზეზით მოექცნენ - თამუნა მუსერიძემ ვრცლად ისაუბრა პირად ურთიერთობაზე და საკუთარ გვერდზე რამდენიმე ვიდეო გააზიარა. როგორც მან აღნიშნა, მეუღლესთან დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა:

"ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამასაც გადავლახავ.
ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა, რაც არ გადამილახავს. ასეთი მშვიდი და ჩუმი, დამანგრევლად ჩუმი დეპრესია თუ მექნებოდა, არ მეგონა, მაგრამ მოხდა.
პერმანენტულად მესამე პიროვნებები ჩნდებოდნენ ჩვენს ურთიერთობაში, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვატარებდი, ვპატიობდი გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახის გამო. ერთ-ერთი მძიმე ეტაპი შარშან გავიარე, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს, როდესაც პარტნიორთან გარკვეული ურთიერთობები დაიწყო, მაგრამ წელს იყო დაგვირგვინება. წელს ვეღარ ავიტანე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე ადამიანი არასოდეს დამიდანაშაულებია. თუ რაღაც არ არსებობს ორს შორის, მესამე ვერ გაჩნდება. მაგრამ წელს რასაც ვუყურე და რაც ვნახე შემთხვევით, ჩემთვის წარმოუდგენელია.
არ დავიწყებ იმის ძიებას, თუ ვისი ბრალია. თქვენც ნუ დაიწყებთ იმის ძებნას, თუ ვინ არის დამნაშავე, არავინ არაფერში დაადანაშაულოთ, რადგან არავისი ბრალი არ არის. მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებ. ყველაფერს აქვს დასასრული. რამდენიმე თვეა, რაც ეს დამთავრდა, აქამდე მისვლა იყო რთული. წერტილის დასმის მერე არის სიმშვიდე, მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი სიმშვიდე. მადლობა მინდა ვუთხრა მეგობრებს, ვინც ეს პერიოდი ჩემთან ერთად გაიარეს. არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა.
მე მესამე ადამიანი არაფერში დამიდანაშაულებია, ის მესამე არაფერ შუაშია, თუმცა წელს რასაც ვუყურე და ვნახე შემთხვევით, აბსოლუტურად გაუგონარია. როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვილი, ოჯახში ადგებოდე სასმლით. მაგრამ ის გოგო არაფერ შუაშია, ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით მყარად. ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ, უბრალოდ ერთი რჩევა მინდა მივცე ყველა მამაკაცს - როდესაც სახლიდან გადიხართ, ლეპტოპში მესენჯერი ჩართული არ დატოვოთ.
დამთავრდა ეს ისტორია, ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა", - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა.