"ძალიან კარგია, რომ მე და გიორგი ერთმანეთს გადავეყარეთ - ეს ყველაფერი ამად ღირდა" - მარიამ როინიშვილი და გიორგი მახარაძე - Marao

"ძალიან კარგია, რომ მე და გიორგი ერთმანეთს გადავეყარეთ - ეს ყველაფერი ამად ღირდა" - მარიამ როინიშვილი და გიორგი მახარაძე

2026-05-13 10:06:45+04:00

მარიამ როინიშვილი და გიორგი მახარაძე ანა ტყებუჩავას პოდკასტის, "V ელემენტის" სტუმრები იყვნენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მარიამი და გიორგი წლების წინ დაქორწინდნენ, მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ, მოგვიანებით კი განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. პოდკასტში მათ სწორედ ურთიერთობებზე ისაუბრეს: 

MARIAM-ROINISHVILI

  • "ელენესთან ერთად მეც გავიზარდე. კირას კი უკვე ზრდასრული დედა შეხვდა" - მარიამ როინიშვილის მეორედ მოსული ბედნიერება და დედის ამპლუა 

გიორგი მახარაძისა და მარიამ როინიშვილის ინტერვიუ

მარიამმა და გიორგი დაშორების შემდეგ მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს, რომელიც მათ საერთო შვილზეა დამყარებული. 

  • ურთიერთობა

გიორგი: შვილი როდესაც გყავს, სხვა რამეა, უშვილო ყოფილი ცოლ-ქმარი შესაძლოა, საერთოდ არ გადაეყაროს ერთმანეთს. შვილი პასუხისმგებლობაა და სულ გვიწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია. მაგრამ ერთ რეკომენდაციას გავცემ, რადგან მშობელსა და შვილს შორის პატარა ასაკობრივი სხვაობა იქნება, შვილის გაჩენაზე გაუაზრებლად ნუ იფიქრებენ. დიდი გააზრება სჭირდება მშობლობას და მარტივი არ არის. მაგ ასაკში შვილის ყოლით ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება დაუშვა, პირველ რიგში, ბავშვისთვის. 

მარიამი: სხვანაირი პასუხისმგებლობაა, რადგან, როდესაც ოჯახში მეუღლეები ერთად ზრდიან შვილს და არ არიან ისინი გაშორებულები, მაშინაც რთულია შვილის აღზრდა, მაგრამ როდესაც წყვილი დაშორებულია, ეს კიდევ უფრო რთული ხდება. 20 წლისები ვიყავით, როდესაც ელენე გაგვიჩნდა. ძალიან კარგია, რომ მე და გიორგი ერთმანეთს გადავეყარეთ, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ელენე უნდა მოვლენილიყო. ეს ყველაფერი ამად ღირდა.

  • დაშორების ყველაზე რთული გამოწვევა

გიორგი: 16 წლის წინ მომხდარ ამბავზე ვსაუბრობთ, მაშინ ოჯახის შექმნა და შემდეგ დანგრევა საშინელ მოვლენად აღიქმებოდა, მგონი დღესაც არის ეს პრობლემა -  როდესაც ოჯახი დასაშლელია და არ იშლებიან, მთელ ცხოვრებას საშინლად ატარებენ და ბავშვებსაც სტრესავენ. ოჯახის დანგრევას არ ვახალისებ, მაგრამ მსგავსად ცხოვრება არ არს სწორი. ჩვენ მაშინ თავში ეს აზრიც გვედო, თან პატარები ვიყავით, თან ბავშვიც გვყავდა.

არ ვიცი ქალისთვის და კაცისთვის დაშორება როგორ განსხვავდება, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა, ეს დაშორების პროცესი დიდ ხანს გრძელდება. ჩვენ შემთხვევაში, ერთ დღეში არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ადამიანებიც არ ვიყავით.

  • "ძლიერი ქალი გავხდი,  რკინასავით ვარ... ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია" - წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება 

მარიამი: გულწრფელი რომ ვიყო, ბევრი რამ არ მახსოვს, თითქოს ჩემმა მეხსიერებამაც წაშალა ყველაფერი. ცხოვრებაში ორივე მაშინ ვდგამდით პირველ ნაბიჯებს, როგორც საქმეში, ისე პროფესიაში, დიდი არეულობა ხდებოდა ორივეს თავში. 

მშობლებსაც დიდი როლი აქვთ - საკუთარი აზრის დაფიქსირება, როდესაც ორი ადამიანის ცხოვრება წყდება, რომ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ამ დროს მშობლის ჩარევა არის მიუღებელი, აქ უკვე ასაკსაც აღარ აქვს მნიშვნელობა. 

  • შვილი

მარიამი: ელენე ხდება 16 წლის. ელენე აღარ მღეროდა და ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ რაღაცნაირად მოუნდა სიმღერა. ჩემი პრეტენზია ძირითადად ერთია - თუ ცივა, გარეთ თბილად უნდა ჩაიცვას. მე ყოველთვის ვეკითხები მას აზრს და ხშირად ვითვალისწინებ ხოლმე. 

გიორგი: ელენე უცებ გახდა გოგო. 4-5 წლის წინ იყო ბავშვი, რომელიც თამაშობს და უცებ გოგო გახდა. თინეიჯერობის დროს კიდევ უფრო სხვა რაღაცები ხდება და მაგ დროს მშობლის სწორი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვერევი, რომ მას ჩემი შეხედულებებით რაღაცაში ხელი შევუშალო, მაქსიმალურად ვცდილობ ერთად გავიაროთ ყველა საკითხი. მასწავლებლის პოზიცია არ მაქვს, რჩევას თუ მიიღებს, მასზეა დამოკიდებული.