"დე, უღრმესი მადლობა, რომ დაიბადე - ავა 3 წლის გახდა. გონიერო, კეთილო, საუკეთესო, ბედიღბლიანო, ყველაზე გამორჩეულო, ჩემო ავა, მიყვარხარ და მაბედნიერებ, მადლიერი ვარ ყოველი წამისთვის", - დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელში და უმცროს ქალიშვილს, ავას, დაბადების დღე მიულოცა. მოგვიანებით კი მან ფოტოები გამოაქვეყნა - ავას დაბადების დღე ოჯახურ გარემოში, ახლობლებისა და მეგობრების წრეში აღნიშნეს.




ნანუკა გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა
ნანუკა გოგიჩაიშვილი პატარა ასაკიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა - ის გიორგი გოგიჩაიშვილისა და ნათია ბანძელაძის უფროსი ქალიშვილია. ნანუკამ 2015 წელს "ვიცე-მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა. 2020 წელს კი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინდა, წყვილს ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ყოველთვის ინარჩუნებდნენ. ახლა კი სამშობლოში დაბრუნდნენ და ცხოვრებას ოჯახთან ერთად აგრძელებენ.
„ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, - წერდა ნანუკა 2019 წელს. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნანუკამ და ნიკოლოზმა 2020 წლის 19 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
ჯვრისწერის თარიღი, 19 რიცხვი, წყვილისთვის სიმბოლურია - ყოველი თვის 19 რიცხვში ნიკოლოზი ნანუკას და უკვე შვილებს, აივისა და ავას, თაიგულებს უგზავნის. თაიგულები ყოველთვის განსხვავებულია და, როგორც ნანუკა ამბობს, მათი სიყვარულს ასახავს.
ბედნიერი ოჯახის პარალელურად, ნანუკა აქტიურია პროფესიაშიც - მან შექმნა სამკაულების ბრენდი "aquabynanuka".
"aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის ისეთივე სასიამოვნოა თქვენთვის, როგორც ჩემთვის", - წერდა ნანუკა.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა ძალები მხატვრობაშიც მოსინჯა და რამდენიმე პერსონალური გამოფენაც გააკეთა. ახლა კი, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, სულ ახალ წამოწყებას მოჰკიდა ხელი - ნანუკა ბებიასთან, ნანა დათუნაშვილთან და შვილებთან ერთად მოკლე საბავშვო ვიდეოებს ქმნის, საიდანაც დედებსა და შვილებს ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება, გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ. აი, ნანუკასა და მისი უსაყვარლესი გოგონების არხი.