"მე არ მხიბლავს თანაცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი არ მყავდეს" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ - Marao

"მე არ მხიბლავს თანაცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი არ მყავდეს" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ

2026-05-14 12:08:57+04:00

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი "მერე პოდკასტის" სტუმარი იყო. მან გადაცემის ფარგლებში ურთიერთობებზე და ბავშვის როლზე ისაუბრა.

"ჩემს გარშემო არაერთი ადამიანი მინახავს, რომელსაც ოჯახი შეუქმნია, ან არ დაშორებია ადამიანს, ან მეორე ოჯახი შეუქმნია იმიტომ რომ მარტოობის ეშინოდა, არადა ამაში არაფერია საშიში. რასაც ვაკვირდები ძირითადად ქალებს ემართებათ მსგავსი რამ, ესეც ვფიქრობ რომ სოციუმიდან მომდინარეობს. მე არ ვგულისხმობ პარტნიორი არ გყავდეს, მაგრამ ის, რომ  აუცილებლად ერთ ჭერ ქვეშ იცხოვრო არ არის სავალდებულო. მე არ მხიბლავს თანაცხოვრება, მაგრამ არ ნიშნავს რომ პარტნიორი არ მყავდეს. ერთ ჭერქვეშ ცხოვრების სურვილი არ მაქვს, არ მომწონს. შეიძლება ხანგრძლივიც იყოს და ძალიან ბევრი წელი გაგრძელდეს, მაგრამ თანაცხოვრება არ მხიბლავს და სიმარტოვისაც არ მეშინია. რადგან მე ამას სიმარტოვეს არ ვეძახი, ამას საკუთარ თავთან განმარტოებად მივიჩნევ.

როდესაც მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ პირველ რიგში აუცილებლად ბავშვი უნდა გაითვალისწინონ. სამწუხაროა, როდესაც ოჯახები ინგრევა და ამ თემაზე არ ფიქრობენ. მშობლების მხრიდან ეგოიზმია, ძალიან ვბრაზდები. ისინი თვლიან, რომ ეს ბავშვს, როცა გაიზრდება აღარ ემახსოვრება. ყველა ბავშვს ყველაფერი ახსოვს. ყველაზე მტკივნეულია ეს. ბავშვს ცოლ-ქმრის პრობლემა არ უნდა შეახო, თუ გინდა, რომ ჯანსაღი ფსიქიკის შვილი გყავდეს. ერთმანეთს სჯიან ბავშვით, სამაგიეროს უხდიან ბავშვით და ამაზე ცუდი არ არსებობს. ბავშვი უნდა იყოს პრიორიტეტული. ის ამ კატასტროფების მოწმე არ უნდა იყოს და არც უნდა ისტრესებოდეს. ეს ბავშვები, როცა იზრდებიან, ერთ-ერთ პროექტში ვნახე, როგორ იმეორებდნენ მშობლების ციკლს. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის," - ამბობს ნანკა.

nanka-kalatozishvili

  • "სასოწარკვეთილებაა, 47 წლის ასაკში ვეცადო, ვიყო 20 წლის გოგო" - ნანკა კალატოზიშვილის გულახდილი ინტერვიუ 

ნანკა კალატოზიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

nanka-kalatozishvili

  • "მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის... საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ 

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.