წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი - ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ - Marao

წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი - ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ

2026-05-15 10:09:22+04:00

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი და მოდელი, არქიტექტორი ელენე შელია დაინიშნნენ. ელენე ცნობილი მშობლების, ლიკა კვარაცხელიას და მურთაზ შელიას შვილია. ელენას ჰყავს და, ანა შელია, რომელიც წარმატებული მოდელია და ძმა, დათუნა შელია, რომელიც სპორტსმენია. 

ნიშნობის აღსანიშნავად გამართული ვიწრო ოჯახური ვახშმის კადრები ელენე შელიამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. 

LIKA-KVARATSKHELIA

  • "რაღაც კარგი გამიკეთებია, რადგან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში" - რატისა და ელენეს ლამაზი სიყვარულის ისტორია 

რატი ანდრონიკაშვილი და და ელენე შელია

რატი ანდრონიკაშვილის რჩეული ასევე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია - ელენე შელია, ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია. 

ელენე შელიას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ - ის აქტიურია სხვადასხვა პლატფორმაზე და აქვეყნებს როგორც საკუთარ ყოველდღიურობას, ისე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს. 

ელენეს ჰყავს უფროსი და, ანა შელია და უმცროსი ძმა, დათუნა შელია. ანა შელია მოდელია. ის მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს. დათუნა შელია კი აშშ-ში ცხოვრობს, სწავლობს და სპორტული კარიერა აქვს.

elene-shelia

  • ულამაზესი წყვილის სიყვარულის ამბავი: ცნობილი ოჯახები და ვარსკვლავური ცხოვრება: ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაინიშნა. უმშვენიერესი წყვილის ნიშნობის რომანტიკულმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ელენემ და რატიმ უამრავი ადამიანის გულწრფელი მილოცვა მიიღეს,  მათ შორის კი გამორჩეული იყო რატი ანდრონიკაშვილის დედის, ანანო ჩარკვიანის წერილი:

 "რაღაც კარგი გამიკეთებია, რადგან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. იმაში, რომ ორმა ადამიანმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა, გასაოცარი არაფერია. საოცარი ის არის, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს, როგორ უწყობენ ხელს ერთმანეთს საუკეთესო მხარეების გამოვლენაში. როცა სიყვარული მეგობრობაზე შენდება, ვერაფერი დაანგრევს.

ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში და იმ ენერგიით, რომელიც მან გვიწილადა.

პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა და ჩვენი კავშირი, როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, იშვიათი და გამორჩეულია.

რატი, მადლობა ამ ემოციებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი ხარ", - წერდა სოციალურ ქსელში ანანო ჩარკვიანი.