"ჩემი სულის მალამო" - მომღერალი სალომე ბაკურაძე შვილთან, სანტისთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. სანტი ბასლანძე უკვე 12 წლისაა, აქტიურადაა ჩართული მშობლების საქმიანობაში და მისი ვიდეოები სოციალურ ქსელშიც ხშირად გვხვდება.


სალომე ბაკურაძე ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნეა. სალომე ბაკურაძე დაიბადა 1984 წლის 9 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, საფორტეპიანო განყოფილება. 2002-2006 წლებში სწავლობდა სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის, ხოლო 2008 წელს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.
სალომე ბაკურაძემ 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ნუცას სკოლა“(TV იმედი) და გავიდა ნახევარ ფინალში. ამავე წელს „TV იმედის“ მიწვევით მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუში „იმედის ტალღა“. 2006 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიწვევით იყო მისივე სახელობის კვინტეტის წევრი. 2006 წელს საქართველოს სახელით მოლდოვეთის საერთაშორისო კონკურსში „friends faces“ მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული სატელევიზიო შოუს „pop idol“-ის ქართულ ანალოგში „რუსთავი 2-ზე, სადაც შოუს ფინალისტი გახდა და მე-2 ადგილი დაიკავა.
2009 წელს იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მიიწვია მსოფლიოში ცნობილი შოუს „Two stars“ ქართულ ანალოგში. 2009 წელს „რუსთავი 2“-მა იგი მიიწვია „pop idol“-ის ანალოგ პროექტ „Geo star“ 2000-ში სპეციალურ სტუმრად. 2008 წლის ფინალისტობის შემდეგ მას ინტენსიურად იწვევდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიები რეიტინგულ გადაცემებში. 2010 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიწვია მეგა შოუში „Bravo“, სადაც მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვა. 2015 წელს ტელეკომპანია „GDS“-ის მიწვევით მონაწილეობას იღებს მეგა შოუში, საერთაშორისო პროექტ „one in one“ ქართულ ანალოგში, „ერთი-ერთში“, სადაც იმარჯვებს.
2015 წლიდან დღემდე არტისტი არის „სამედიცინო ჰოლდინგი 23“ სახე. 2018 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსის, საერთაშორისო ჟიურიში. 2020 წლის იანვარში მან გამოუშვა ახალი სინგლი და ვიდეორგოლი სახელწოდებით „აღარ გიცდი“. 2021 წლის სექტემბრის თვეში გამოუშვა ახალი სინგლი „ჩიორა“.
ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.
„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.
სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.
გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…
შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".