"აბა, რას იტყვით, მიხდება “გაპრანჭვა”?" -წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ანი ბებია და ფოტოებს სრულიად განსხვავებული იმიჯით აქვეყნებს. ანიმ „დიდი გეტსბის“, 1920-იანი წლების რეტრო სტილი მოირგო. ამ სტილისთვის დამახასიათებელია მკვეთრი, მუქი ტუჩები, გამოკვეთილი რუჟი და ე.წ. Smokey eyes; მარგალიტებით, ქვებით, ბუმბულებით ან ბადით გაფორმებული თავსაბურავები და თმის ლენტები, რაც იმ პერიოდის მოკლე ვარცხნილობებს (ბობს) იდეალურად ეხამებოდა; მარგალიტის მრავალშრიანი მძივები, ბეწვის ბოა, მბზინავი კაბები ფოჩებითა და ნაქარგებით, რაც ცეკვის დროს მოძრაობის ეფექტს ქმნიდა.
ეს არის ჯაზის ეპოქის თავისუფლების, სიმდიდრისა და დახვეწილი პროვოკაციის სინონიმი, რომელიც დღესაც ნებისმიერ წვეულებაზე ფურორს ახდენს - ანი ბებიამ ეს სტილი არაჩვეულებრივად მოირგო და კადრებში შესანიშნავად გამოიყურება.


ანი ბებიას ოჯახი და კარიერა
ანი ბებია საქართველოში ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა გამოარჩევს. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, თუმცა ანის ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის ფილმში "მოირა", რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე ანი გადაღებულია ფილმში „8 წუთი“ და „იზი და ჯადოქარი“. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მის კარიერაში იყო პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული, მეორედ კი ცხოვრება ილო ბეროშვილს დაუკავშირა. მათი წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი", - ამბობდა ანი ბებია.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ორი შვილი ჯერი და სემი ჰყავთ, რომლებიც მშობლებთან ერთად სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.