რას წერს მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შესახებ: "და ახლა, მგონი, ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის - არადა, რადიკალურად სხვადასხვა ვართ" - Marao

რას წერს მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შესახებ: "და ახლა, მგონი, ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის - არადა, რადიკალურად სხვადასხვა ვართ"

2026-05-19 16:06:23+04:00

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის. მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ მტრად აგირჩევს, მაგრამ ადრენალინით სავსე!

  • რას წერს მარიამ გეგუჩაძე დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ: "დედაჩემი, ნანუკა ჟორჟოლიანი, დააკავეს არა ძალადობის, არა კანონის დარღვევის..."

ორივეს ცხოვრებამ ერთმანეთის თვალწინ გაიარა -30-ზე მეტი წელი გასულა - და ახლა, მგონი, ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის. არადა, რადიკალურად სხვადასხვა ვართ. დილით, უთენია, მარტო მე და მას რომ გვღვიძავს, დავისკუპებ ცხვირზე სათვალეს და ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე. ოდესმე თუ ისევ კონკურენტები გავხდებით, ისევ ავლესავთ ხმლებს და ასე… მშვენივრად გაატარებს ამ სამ დღეს - ძლიერდება,როცა ებრძვიან!" - წერს ტელეწამყვანი მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს შესახებ და მის დაკავებას ეხმაურება. 

maia-asatiani

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

ტელეწამყვანი, შპს „ნანუკას ფონის“ დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო ნანუკა ჟორჟოლიანს გასულ წელს, 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა. საქმის მოსამართლე დავით მაკარაძეა.

განდხადება მედიასთან უკვე გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა, თეონა ზაქარაშვილმა და მოსამართლის გადაწყვეტილება “სადამსჯელო ღონისძიებად“ შეაფასა:

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო," - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შესახებ დაწერა მისმა უფროსმა შვილმა, აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემაც: 

"წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს 3 დღით აპატიმრებენ მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო.

ეს არის რეალობა დღევანდელ საქართველოში. დედაჩემი, ნანუკა ჟორჟოლიანი, დააკავეს არა ძალადობის, არა კანონის დარღვევის, არამედ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის", - წერს მარიამ გეგუჩაძე.