რატომ აღარ ჩანს გიორგი ვარდოსანიძე ეკრანზე: პოპულარული მსახიობის სიახლეები პროფესიაში, ოჯახი და მამის ამპლუა - Marao

რატომ აღარ ჩანს გიორგი ვარდოსანიძე ეკრანზე: პოპულარული მსახიობის სიახლეები პროფესიაში, ოჯახი და მამის ამპლუა

2026-05-20 10:37:36+04:00

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე "გვანცას პოდკასტს" სტუმრობდა. მსახიობმა ისაუბრა პროფესიაზე, განვლილ გზაზე, ოჯახსა და შვილზე: 

"რა თქმა უნდა, მინდა გითხრა, რომ კარგი მამა ვარ. მეგონა, რომ კარგი მამა ვიქნებოდი, მაგრამ ამას იტყვის მხოლოდ ჩემი შვილი, როდესაც გაიზრდება. მე შემიძლია მამაჩემზე ვთქვა, რომ ფანტასტიკური და საოცარი მამა მყავს პლანეტაზე, მაგრამ დედაჩემმაც და თუნდაც ძმაკაცებმა, როგორც არ უნდა აქონ, მე თუ ამ მოსაზრებას არ დავეთანხმები, კაპიკია ამ სიტყვების ფასი. ძალიან მინდა, რომ მამაჩემი როგორი მამაცაა ჩემთვის, ამის 30% მაინც ვიყო ჩემი შვილისთვის, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები.  

მეუღლეს სოციალური ქსელი აქვს, ბლოგერობს და კონტენტს აკეთებს. ცხოვრებამ მასწავლა, რომ პირადზე ბევრი საუბარი არ ვარგა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები იმ ბუდეს, რაც მაქვს. საოცარი, ფანტასტიკური და ულამაზესი გოგოა, რომელიც ძალიან კარგი დედაა, ცოტა გიჟი და მგონია, რომ ჯანსაღად გიჟიც, რადგან ექვსი თვე გაატარა დამის მკერდთან, ბავშვი სუნთქავს თუ არა. კარგი მეგობარია, ძალიან მიამიტია, აქვს კარგი იუმორის შეგრძნება, შეიძლება იდეალურად ვერ ღადაობს, მაგრამ აღქმის ფანტასტიკური შეგრძნება აქვს. ასეთ ადამიანთან ერთად ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა", - ამბობს გიორგი.

giorgi-vardosanidze

  • "ბედნიერი ოჯახი" - გიორგი ვარდოსანიძის ოჯახური იდილია 

გიორგი ვარდოსანიძე

გიორგი ვარდოსანიძე დაიბადა 1988 წლის 26 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. წლების მანძილზე მიჰყავდა გადაცემა „გააცინე და მოიგე“, ახლა კი საავტორო პოდკასტს უძღვება. 2007 წლიდან არის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი და ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებს მაყურებლისთვის ძალიან საყვარელ მიუზიკლში "შეყრა". 

გიორგიზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ მაშინ, როცა ის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებდა მონაწილეობას. მეორე სეზონში გამარჯვება რუსკა მაყაშვილმა მოიპოვა, გიორგი კი, მეწყვილესთან, სალომე ჭაჭუასთან ერთად, მეორე ადგილს დასჯერდა.  პროექტ ”ცეკვავენ ვარსკვლავების" მსოფლიო პრაქტიკას მრავლად ახსოვს საცეკვაო მოედანზე ჩამოყალიბებული ურთიერთობების პრეცედენტი. როგორც ჩანს, მაყურებლისთვის შესრულებული ცეცხლოვანი ცეკვები რეალურადაც აღვივებს ცეცხლს მონაწილეებს შორის და ამისაგან დაზღვეული მართლაც არავინაა. ჭორები იმის შესახებ, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი შეუყვარდათ, გამართლდა და წყვილმა ჯვარი 2014 წელს დაიწერა. ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა, გიორგიმ და სალომემ კი კარიერული განვითარება და წინსვლა განაგრძეს.

giorgi-vardosanidze

  • "1 წლის კაცმაცი და მელოტი მამამისი" - გიორგი ვარდოსანიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. "ერთი წელია, რაც დაქორწინებული ვარ", - ამბობდა მაშინ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას, თუმცა ეს ქორწინებაც დასრულდა.  

გიორგი ვარდოსანიძემ მეგობრებსა და გულშემატკივრებს 2022 წელს ამცნო, რომ ის მალე მამა გახდებოდა. მისი რჩეული მშვენიერი მარიამ უშვერიძეა. მათ პირველი შვილი, ადამი, 2023 წლის იანვარში შეეძინათ. 

გიორგი ამჯერა you tube პლატფორმაზე საქმიანობს, მას საკუთარი არხი აქვს.