"არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი იყო" - თამუნა მუსერიძის ინტერვიუ - Marao

"არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი იყო" - თამუნა მუსერიძის ინტერვიუ

2026-05-22 16:22:19+04:00

თამუნა მუსერიძის ცხოვრება წლების წინ ორად გაიყო. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მხიარული, შემოსავლიანი, აქტიური და ენერგიული ცხოვრებიდან ისეთ ცხოვრებაში გადავიდა, სადაც ბევრი ბრძოლა მოუწია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის შეუძლებელს აკეთებს, მაინც უმადურების მსხვერპლი გახდა.

  • თამუნა მუსერიძის ისტორიული მიღწევა: პირველი ქართველი იანუშ კორჩაკის პრემიის ლაურეატებს შორის

museridze

თამუნა მუსერიძის ინტერვიუ

- უკვე ექვსი წელია, ჩემი ცხოვრება ორად არის გაყოფილი – პანდემიამდე და მას შემდეგ. პანდემიამდე, გადასარევი ცხოვრება მქონდა, ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში, რესტორანში და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა. ასევე, მქონდა უამრავი კონცერტი, რომელიც მიმყავდა და აქტიურად და მხიარულად ვცხოვრობდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო სიხარულით, სილაღით, გართობით, ჩემი საქმის კეთებით სავსე, კარგი შემოსავლით, ამ ყველაფერზე მომიწია უარის თქმა და სხვა საქმის კეთება. მივხვდი, მე სხვაგან ვიყავი საჭირო და სხვების საჭიროებების გამო ვთქვი უარი ჩემს სურვილებზე. 

musridze

  • „40 წელი არ ვიცოდი, რომ შვილი მყავდა“ — მამა-შვილის გულწრფელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში 

– ზოგადად, ცხოვრებაში, ყველაზე მეტად რას ნანობ და რაზე გწყდება გული?

– არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი იყო. და ვისწავლე ჭკუა. ზოგადად, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც არა სხვის, არამედ, საკუთარ მეათასე შეცდომაზე სწავლობს ჭკუას. ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. რთულია, საკუთარი თავის პოვნა, ადამიანები იბადებიან და ისე კვდებიან, ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ადგილს და რისთვის ღირს ცხოვრება. მე კი ჩემი ადგილიც ვიპოვე და საკუთარი თავიც და კიდევ ბევრი რამ. ვფიქრობ, იმ მისიით ვარ მოსული, რომ დედამიწაზე არა მარტო საკუთარი თავი ვიპოვო, არამედ სხვებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი.

წაიკითხეთ სრულად