პატარა რეზი არველაძის ახალი კადრები და გამომწერების მთავარი კითხვა: ვის ჰგავს ცნობილი ოჯახის უმცროსი წევრი? - Marao

პატარა რეზი არველაძის ახალი კადრები და გამომწერების მთავარი კითხვა: ვის ჰგავს ცნობილი ოჯახის უმცროსი წევრი?

2026-05-24 13:58:27+04:00

ნიკა არველაძისა და ქეთი წიქვაძის ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის დადებითი კონტექსტით ხვდება. თუმცა, ბოლო დროს მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მათ პატარა შვილს, რეზი არველაძეს უკავშირდება. ბიჭუნა, რომელსაც ლეგენდარული ბაბუის სახელი ჰქვია, უკვე საზოგადოების სიმპათიით სარგებლობს.

  • არველაძეების ულამაზეს ზღვისპირა აგარაკი და თეონა თავართქილაძის მზიანი არდადეგები

მას შემდეგ, რაც ქეთიმ სოციალურ ქსელში შვილის უახლესი კადრები გაგვიზიარა, გამომწერების მხრიდან თბილი კომენტარები არ წყდება. მთავარი განხილვის საგანი კი ისაა, თუ ვის ჰგავს ყველაზე მეტად ბაბუის სეხნია ბიჭუნა - დედას, მამას თუ ცნობილ ბაბუას? ჩვენს სტატიაში სწორედ პატარა რეზის ახალ ფოტოებსა და მისი ყოველდღიურობის საინტერესო დეტალებს გაგიზიარებთ.

arveladze

ქეთი წიქვაძის ოჯახი  

ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი. 

ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი ვაჟი, გიორგია და ილია შეეძინა. ქეთის მეუღლეს მალევე დაშორდა და პირადი ცხოვრების შესახებაც იშვიათად საუბრობდა.

  • ძმები, გიო და რეზი: ქეთი წიქვაძე შვილების ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი. 

wiqvadze

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე ნიკა არველაძეზე იყო შეყვარებული. ნიკა არველაძე ასევე ცნობილი მშობლების, რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს.

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი. 

  • "პატრიარქის უკანასკნელი ნათლული - რეზი არველაძე" - რას წერს ქეთი წიქვაძე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე 2025 წელს ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც ცნობილი ბაბუის, რეზის სახელი დაარქვეს.