არველაძეების ულამაზეს ზღვისპირა აგარაკი და თეონა თავართქილაძის მზიანი არდადეგები - Marao

არველაძეების ულამაზეს ზღვისპირა აგარაკი და თეონა თავართქილაძის მზიანი არდადეგები

2026-05-14 11:36:50+04:00

თეონა თავართქილაძე მეგობრებს მზიანი არდადეგების კადრებს უზიარებს - თეონას ოჯახი უკვე არაერთი წელია, ზაფხულის ცხელ დღეებსა თუ უქმეებს ზღვისპირა აგარაკზე ატარებს. ძმებ არველაძეებს აჭარაში, ქობულეთის ულამაზეს სოფელ ბუკნარში საკუთარი აგარაკი აქვთ, სადაც ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებენ. მთასა და ზღვას შორის მოქცეულ ულამაზეს სახლს კიდევ უფრო ალამაზებს ხედები, გამწვანებული ეზო და სასიამოვნო სიმშვიდე.

teona 

teona

arveladze

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი რეზი არველაძე და დიზაინერი, ბიზნესმენი თეონა თავართქილაძე საქართველოში ბევრისთვის საყვარელი წყვილია. მათი სიყვარული უკვე 30 წელზე მეტს ითვლის - ჰყავთ ორი შვილი - ვატო და ნიკოლოზი. ვატო არველაძე მაკუნა ზედაშიძეზეა დაქორწინებული და ერთი ქალიშვილი, სოფია ჰყავს. ნიკოლოზ არველაძემ კი მსახიობ ქეთი წიქვაძეზე იქორწინა და ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, რეზის მამა გახდა. 

  • „რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე... მასთან მეგობრობის მეტი არაფერი წარმომედგინა“ – 30-წლიანი სიყვარულის ამბავი და სამაგალითო ოჯახის ისტორია

"ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. აი, მართლა არ მეგონა, თუ ასეთი რამე არსებობდა. სულ მესმოდა: "შვილიშვილი რომ გეყოლება, ნახავ", "შვილზე ტკბილია" – ამას არ ვეთანხმები, შვილი სხვა არის, მაგრამ ეს არის რაღაც დაუჯერებელი გრძნობა. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის შვილია. ეს არის პერსონალური, დაუჯერებელი სიყვარული აი ამ პატარა ადამიანის მიმართ. სოფია არის რაღაც სასწაული.

  • მაკა ასათიანის დის იშვიათი კადრები: ვინ არის მშვენიერი სალომე ასათიანი, რომელიც კამერებთან არასდროს ჩნდება

რეზი აღმოჩნდა საოცარი ბაბუა. ძალიან კარგი მამა იყო, მაგრამ ბაბუაა რაღაც განსაკუთრებული. აი, სულ სხვა განზომილებაა", - ამბობდა თეონა თავართქილაძე.