მონიკა ბელუჩის ტრიუმფალური დაბრუნება - 7-წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობმა კანის კინოფესტივალი კვლავ დაიპყრო - Marao

მონიკა ბელუჩის ტრიუმფალური დაბრუნება - 7-წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობმა კანის კინოფესტივალი კვლავ დაიპყრო

2026-05-25 16:22:53+04:00

კანის 79-ე კინოფესტივალი წელს განსაკუთრებული აღმოჩნდა: შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე კვლავ გამოჩნდა იტალიური კინოს ცოცხალი ლეგენდა, მონიკა ბელუჩი. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა გამოჩენამ მყისიერად მიიპყრო ფოტოგრაფების, კინომოყვარულებისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღება.

60 წლის ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სილამაზე და შარმი დროსთან ერთად მხოლოდ იხვეწება. პრემიერისთვის ბელუჩიმ Fendi-ს დახვეწილი, მთლიანად შავი კაბა აირჩია. სამოსი ტყავისა და მაქმანის დეტალებით იყო გაფორმებული, რაც მსახიობისთვის დამახასიათებელ კლასიკურ და, ამავდროულად, მისტიკურ იმიჯს სრულყოფილად ერწყმოდა.

იტალიურმა Vogue-მ მსახიობის გამოჩენა შეაფასა, როგორც „დიდებული დაბრუნება" და ხაზი გაუსვა მის სტატუსს, როგორც კინოსა და მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას.

მსახიობი ფესტივალს ფილმის Histoires de la Nuit პრემიერის ფარგლებში ეწვია, რომელიც ოფიციალური კონკურსის პროგრამაშია წარმოდგენილი. ფილმში ბელუჩი კრისტინას პერსონაჟს განასახიერებს.

ფილმში ბელუჩი პერსონაჟ კრისტინას განასახიერებს. პრემიერაზე ის რეჟისორ ლეა მიზიუსთან და ფილმის სხვა მსახიობებთან ერთად გამოჩნდა, მათ შორის ახალგაზრდა მსახიობ ტაუბა ელ ღარშისთან, რომელიც იდას როლს ასრულებს. სწორედ ამ მსახიობებთან ერთად გადაღებული ფოტოები გახდა სოციალური ქსელების განხილვის საგანი.

monika-beluchi

monika-beluchi

monika-beluchi

  • "პრინცესა, რომელსაც კოშკში მალავდნენ" - ლეონი კასელის დაბადების დღე და ემოციური წერილები მშობლებისგან 

მონიკა ბელუჩი

მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქში — ჩიტა-დი-კასტელოში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში იურიდიულით იყო გატაცებული, მალე მიხვდა, რომ მისი ადგილი სცენაზე იყო.

16 წლის ასაკში მილანში გადავიდა და იქ დაიწყო მოდელობა. მალევე შეამჩნიეს და მისი სახელი წამყვანი მოდის სახლების – Dolce & Gabbana, Dior, Cartier – კამპანიებში გამოჩნდა. ბელუჩი სწრაფად გახდა ევროპული სილამაზის სიმბოლო.

  • „არაფერს გავცვლიდი იმაზე, რომ კვლავ 20 წლის ვიყო“ - მონიკა ბელუჩის გულწრფელი აღიარება 

monika-beluchi

90-იანი წლების დასაწყისში ბელუჩიმ მოდის სამყაროსთან ერთად კინოში გადაინაცვლა. მისი სადებიუტო როლები ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში იყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება 1996 წელს, ფილმით L’Appartement მოიპოვა, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა და ფრანგული „ოსკარის“, სეზარის ნომინაციაც დაიმსახურა.

  • "ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ორ ქალიშვილთან ერთად ვარ, ჩემს ორ ფრთასთან..." - მონიკა ბელუჩის უახლესი ინტერვიუ 

შემდეგ მოჰყვა ფილმები:

  • Malèna (2000) - ფილმი, სადაც ის იტალიური სოფლის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალად გვევლინება. როლი, რომელმაც ბელუჩის ღრმა ემოციური დიაპაზონი წარმოაჩინა.
  • Irréversible (2002) - თამამი, რთული და ფსიქოლოგიურად დამანგრეველი ნამუშევარი, რომელიც დიდხანს დარჩა მაყურებლის მეხსიერებაში.
  • The Matrix Reloaded და Revolutions (2003)  პერსეფონის როლით ის მსოფლიო ბლოკბასტერის ნაწილი გახდა.
  • The Passion of the Christ (2004)  მარიამ მაგდალინელის როლი მელ გიბსონის ბიბლიურ დრამაში.

მონიკა ბელუჩი 1990-იან წლებში დაქორწინდა ფოტოგრაფ კლაუდიო ბასოზე, თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მისი ცხოვრების სიყვარულად  ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი იქცა, რომელთან ერთად 14 წელი იცხოვრა. წყვილს ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი ჰყავს. 2013 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას.