2018 წლიდან - 2026 წლამდე: ანუკი არეშიძის ჩაცმულობები 26 მაისს: მდიდრული მოდის სახლები, ცნობილი ბრენდები და სტილის ევოლუცია - Marao

2018 წლიდან - 2026 წლამდე: ანუკი არეშიძის ჩაცმულობები 26 მაისს: მდიდრული მოდის სახლები, ცნობილი ბრენდები და სტილის ევოლუცია

2026-05-26 13:02:27+04:00

კახა კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა 2017 წლის 13 ნოემბერს დაიკავა. ის თბილისი მერის ამპლუაში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პირველად 2018 წელს დაესწრო, მის გვერდით კი ყოველ წელს ვხედავთ მის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს. 

ანუკი არეშიძე წითელ ხალიჩაზე ყოველთვის კლასიკური სამოსით ჩნდება - ხშირად ანიჭებს უპირატესობას მდიდრულ მოდის სახლებსა და ცნობილ ბრენდებს. გთავაზობთ მის არჩევანს 2018 წლიდან დღემდე. 

ანუკი არეშიძის გამორჩეული ლუქები დამოუკიდებლობის დღეს 

  • 2018 წელი

ანუკი არეშიძე 2018 წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად გამოჩნდა - მას თან მეუღლე და შვილები ახლდნენ. მაშინ ანუკი არეშიძე ორსულად იყო და მეოთხე შვილს ელოდებოდა  - არჩევანი თავისუფალი სტილის ქვედაბოლოსა და დიდი ზომის პიჯაკზე შეაჩერა.

areshidze-2018

მეთ გალამდე დიდი ხნით ადრე: 10 შემთხვევა, როდესაც ხელოვნება და მოდა ერთმანეთს შეერწყა

  • 2019 წელი 

გასული წლის მსგავსად, ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღეს კვლავ ოჯახთან ერთად მივიდა ღონისძიებაზე. მან ამჯერად არჩევანი მკვეთრ ცისფერ ორეულზე გააკეთა.

areshidze-2019

  • 2020 წელი

2020 წელს კოვიდპანდემიის გამო საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ გამართულა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  მთავრობის მაშინდელი მეთაური, გიორგი გახარია ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე მივიდა.

  • 2021 წელი 

2021 წელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც კვლავ კოვიდპანდემია იყო, თუმცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა მაინც მოხერხდა - ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონ­ცერტს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და კახა კა­ლა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ.

areshidze-2021

არისტოკრატული შარმის ხელოვნება: TOP 10 გამორჩეული ლუქი მაკა ასათიანის გარდერობიდან 

  • 2022 წელი 

2022 წელს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება კვლავ თავისუფლების მოედანზე გაიმართა - ანუკი არეშიძე მას კახა კალაძესთან ერთად დაესწრო. მან თეთრი ფართო შარვალი და ამავე ფერის მარგალიტებით გაფორმებული პიჯაკი მოირგო. დიზაინერის პიჯაკი Saint Laurent -ს ეკუთვნის, რომლის ღირებულებაა $4,190. 

areshidze-2022

  • 2023 წელი

2023 წელს ანუკი არეშიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღია ფერის ორეული, პიჯაკი და შარვალი მოირგო, კახა კალაძემ კი კლასიკურ სამოსზე შეაჩერა არჩევანი. 

areshidze-2023

  • 2024 წელი

2024 წელს თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის მერი მეუღლესთან ერთად დაესწრო. წყვილი კლასიკურ სამოსში იყო გამოწყობილი: კახა კალაძემ ლურჯი ფერის შარვალი და პიჯაკი ასევე ლურჯ ფეხსაცმელსა და თეთრ პერანგთან ერთად მოირგო, ანუკის კი ღია ნაცრისფერი ორეული ეცვა.

areshidze-2024

სოკოები და მწვანე მოსასხამი - ანუკი არეშიძის ორიგინალური იმიჯი 

  • 2025

წელი2025 წელს თბილისის მერის, კახი კალაძის ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე Valentino-ს 1980 წლის ვინტაჟური ორეულით მივიდა. წითელი ფერის პიჯაკისა და კაბის ფასი $275-დან $300-მდე მერყეობს. 

areshidze-2025

  • 2026 წელი

წელს, 2026 წელს, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტების წევრები ოჯახებთან ერთად ესწრებიან, მათ შორის, კახა კალაძე ტრადიციულად მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად.

ამჯერად მან არჩევანი Saint Laurent-ის დიდი ზომის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა, რომელიც მუქი ფერის სათვალესა და თეთრ პერანგს მოუხდინა. Saint Laurent-ის ნაცრისფერი პიჯაკი, რომელიც ანუკი არეშიძემ დამოუკიდებლობის დღისთვის აირჩია, $ 5 450 ღირს, ხოლო იმავე ბრენდის შარვლის ღირებულება დაახლოებით 2 100 დოლარია.

areshidze