"არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ" - მსახიობ ანა ქურთუბაძის ინტერვიუ - Marao

"არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ" - მსახიობ ანა ქურთუბაძის ინტერვიუ

2026-05-26 17:47:44+04:00

„პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი ხდება, ვარ მშვიდად და წყნარად, ჩემთვის, ჩემს შვილთან ერთად, სხვა სიახლე არ მაქვს. ჩემი შვილი, თინა, რვა წლისაა. ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო მის გვერდით გავატარო. სულ გადარბენა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, ჩემს გოგონას ყოველდღიურად დავუთმო გარკვეული დრო. როცა ერთად ვართ, უბრალოდ, დროს კი არ ვატარებთ, ეს არის თამაში, მეცადინეობა, კითხვა, სეირნობა.

რაც შეეხება საყვარელ ადამიანს, ვეთანხმები, რომ ყველას სჭირდება გვერდით ასეთი ადამიანი. არ მიმაჩნია, რომ პირადში არ გამიმართლა, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დღეს მე და თინას მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს… ვიღაც თუ გამოჩნდა ისეთი, დავფიქრდები, თუმცა ჩემი ანთება ძალიან რთულია. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს, არა. უბრალოდ, ის ადამიანი უნდა იყოს ენერგეტიკულად ჩემი, გულთან ახლოს მოვიდეს და ჯერჯერობით, ასეთი არ გამოჩენილა. როცა გამოჩნდება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორედ გავთხოვდე. კიდევ ვამბობ, რომ ადამიანს სჭირდება მეორე ნახევარი და არც მე ვარ გამონაკლისი…“ - ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

  • "შუა ქალაქით" მოსული დიდი წარმატება, ოჯახი და შვილი" - როგორია ანა ქურთუბაძე ეკრანს მიღმა

kurtubadze

ანა ქურთუბაძე

ანა ქურთუბაძეს კლასიკურ თეატრში დიდი გამოცდილება აქვს და მას მაყურებელი ეკრანიდანაც კარგად იცნობს. დაუვიწყარია მისი როლი ყველასთვის ცნობილ სერიალში "შუა ქალაქში" - თეკლას პერსონაჟი, რომელიც ბარში მუშაობს, ბევრისთვის დღემდე საყვარელი სახეა.

ამჟამად ანა "თეატრის" დასის შეუცვლელი წევრია და სხვადასხვა წარმოდგენაში იღებს მონაწილეობას. ანა ასევე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" მსახიობია და მისი ნახვა არაერთ შთამბეჭდავ სპექტაკლში შეგიძლიათ. გარდა ამისა, ის ტელეწამყვანის ამპლუასაც წარმატებით ითავსებს. 

ანა ქურთუბაძე დაიბადა 1988 წლის 7 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, 2009 წლიდან კი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

kurtubadze

როლები

ანა ქურთუბაძე ეკრანსა თუ თეატრის სცენაზე დღემდე არაერთ გამორჩეულ პერსონაჟს ქმნის. მათი სრულად ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს, თუმცა გთავაზობთ მის რამდენიმე როლს: 

  • ლიზელი - "მუსიკის ჰანგები" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მრეცხავი - "ვერის უბნის მელოდიები"– რეჟ: დავით დოიაშვილი
  • თუთიყუში - "იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი"– რეჟ: დავით დოიაშვილი
  • დედა - მ.მეტერლინკი "ლურჯი ფრინველი" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მარწყვა - ჯ. როდარი "ჩიპოლინო" – რეჟ: მაია ჩართოლანი
  • კარი - "ინტროსპექცია, ამბავი ჩვენზე" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მონაწილე - "ეგზერსისი" – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი
  • თეკლა - "შუა ქალაქში" – რეჟ: გოჩა კორხელაური
  • თამთა - "დიდი შესვენება" – რეჟ: დავით ჭაბაშვილი
  • გვანცა - "ცოლები და ქმრები" – რეჟ: ბაჩო ქაჯაია
  • ეკა - "ხელოვნური სუნთქვა" – რეჟ: გიორგი ლიფონავა 
  • დონა - "მამა მია" – რეჟ: ზაალ ჩიქობავა
  • როქსი - “ჩიკაგო” – რეჟ: ზაალ ჩიქობავა