"გამოიცანით ჩემი ასაკი" - ლიკა კვარაცხელია შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად - Marao

"გამოიცანით ჩემი ასაკი" - ლიკა კვარაცხელია შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად

2026-05-27 10:30:57+04:00

მოდელი, ბიზნესმენი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად ითვლება. მან იდეალურად მოახერხა კარიერის და ოჯახის ერთმანეთან შერწყმა. ცოტა ხნის წინ ლიკამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ვიდეო გაუზიარა, სადაც ის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად არის გადაღებული. კადრებმა საზოგადოების მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.

"გამოიცანით ჩემი ასაკი. ჩემი შილები არიან 18, 25 და 26 წლის. შვილიშვილები კი - 5 და 3 წლის," - წერს ლიკა.

lika-kvarathkhelia

  • "ასაკთან ერთად, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ…" - ლიკა კვარაცხელიას საუკეთესო რჩევა იდეალური კანისთვის 

ლიკა კვარაცხელიას ოჯახი და კარიერა

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით". 

lika-kvarathkhelia

  • 4 პროცედურა, რომლებსაც თაკო ჩხეიძე სახის კანისთვის იტარებს: როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის თავის მოვლის რუტინა 

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს. 

ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს - ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.