"ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები" - ნინო თოლორდავას ინტერვიუ ოჯახსა და განვლილ გზაზე - Marao

"ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები" - ნინო თოლორდავას ინტერვიუ ოჯახსა და განვლილ გზაზე

2026-05-27 12:44:56+04:00

მართალია, ტელეწამყვან ნინო თოლორდავას პროფესიის თვალსაზრისით ბავშვობის ოცნებები არ აუხდა, მაგრამ სადაც იყო მისი ბედი, იქ მიიყვანა საკუთარმა ფეხმა და დღეს კამერების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

  • 8 ცნობილი ქართველი ქალი, ვინც დედა 40 წლის შემდეგ გახდა

tolordava

ნინო თოლორდავას ინტერვიუ

– პირველი შვილის დედა საკმაოდ პატარა ასაკში გახდი და დიდი პაუზის შემდეგ, მეორე შვილის დაბადებით, კვლავ გეწვია დედობის სიხარული. წლების შემდეგ არ გაგიჭირდა თავიდან იმ გზის გავლა, რაც 19 წლის ასაკში გაიარე?

– დედა 19 წლის ასაკში გავხდი და ის წარმოუდგენელი ემოცია დღემდე მახსოვს. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ორი უბედნიერესი დღე იყო, ერთი 19 წლის ასაკში – როცა პირველად გავხდი დედა, როცა თავად ბავშვი ვიყავი და ამიკო შემეძინა და მეორე – 43 წლის, მოწიფულ ასაკში გავხდი თადა ერეკლეს დედა. ნამდვილად არ გამიჭირდა იმ გზის მეორედ გავლა, რაც 19 წლის ასაკში გავიარე, რადგან დედობა ენით აუწერელი ბედნიერებაა, მით უმეტეს, როცა 43 წლის ასაკში ნანატრი შვილი ჩნდება. ამიკო რომ 4 წლის გახდა, იმ დღიდან ვნატრობდი მეორე შვილს და ღმერთმა ეს ნატვრა წლების შემდეგ ამიხდინა. ამიკო ახლა 25 წლისაა, ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი – ნოა და მიხარია, რომ ახალგაზრდა ასაკში, 39 წლისა, ბებია გამხადა.

  • "ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები...ჩემი ბარგიც ჩემმა მეუღლემ ჩაალაგა და მე ამ დრომდე წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს" - რა სიურპრიზი მოუწყო მეუღლემა ნინო თოლორდავას დაბადების დღეზე

– ნინო, წლების მატება ხომ არ გაშინებს?

– იყო პერიოდი, როცა წლების მატება მაშინებდა და ყოველ მომატებულ წელსა თუ თვეზე ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, წლები მიფრინავს, ასაკი მემატება-მეთქი. ახლა კი ვფიქრობ, ბედნიერებაა, როცა მყავს 25 წლის შვილი, 5 წლის შვილშვილი და 2 წლის შვილი, რომელიც მის ძმისშვილზე 3 წლით პატარაა. სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი წელია, რაც მეორე შვილი გამიჩნდა, იმ დღიდან აღარ მაშინებს წლების მატება და ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, მივხვდი, ძალიან დატვირთული და საინტერესო ცხოვრების გზა გავიარე. იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელოდება. ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები ამისთვის. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვრეალიზდი, როგორც დედა, როგორც ბებია, როგორც ქალი... მაქვს მოსიყვარულე ოჯახი, გვერდით საყვარელი მამაკაცი და წარმოუდგენლად კარგი მეგობრები. ამ ყველაფერში რომ გამიმართლა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, იღბლიანი ვარ-მეთქი? და, პლუს ამას, ვმუშაობ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.

წაიკითხეთ სრულად