წლის მთავარი ქორწილი შედგა! არატრადიციული კაბა და ქორწილის საინტერესო დეტალები ლონდონიდან - Marao

წლის მთავარი ქორწილი შედგა! არატრადიციული კაბა და ქორწილის საინტერესო დეტალები ლონდონიდან

2026-06-01 11:06:01+04:00

ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი დუა ლიპა და მსახიობი კალუმ ტერნერი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი ლონდონში, მერიის შენობაში დაიწერა. ეს ის ადგილია, სადაც ადრე ლეგენდარული მუსიკოსები, პოლ მაკარტნი და ლიამ გალაგერიც დაქორწინდნენ.

დუა ლიპას საქორწილო ლუქი

ყველაზე მეტად ყურადღება დუა ლიპას ჩაცმულობამ მიიპყრო. მას ტრადიციული საქორწილო კაბა არ ეცვა. მომღერალმა არჩევანი თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა, რომელიც მისთვის სპეციალურად ბრენდმა Schiaparelli-მ შექმნა.

dua-lipa

  • Met Gala-მდე 3 დღე დარჩა! საუკეთესო ლუქები წლის მთავარი მოვლენიდან 

ლუქი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მან დახვეწილი თეთრი პიჯაკი მოირგო ოქროსფერი ღილებით, გრძელი ქვედაბოლო, მოკლე ხელთათმანები და თეთრი ქუდი, რომელიც ლუქს მეტ ესთეტიკას და დახვეწილობას სძენდა. 

ბევრმა ეს სტილი ბიანკა ჯაგერს შეადარა, რომელმაც 50 წლის წინ ასევე პიჯაკით დაიწერა ჯვარი.

dua-lipa

  • მსოფლიოს გავლენიანი ქალების სტილი - როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში მათი გემოვნება 

ლონდონში მხოლოდ ვიწრო წრე იყო შეკრებილი, თუმცა ამბობენ, რომ წყვილი დიდ წვეულებას იტალიაში, კერძოდ სიცილიაში გეგმავს. იქ დუა ლიპა ალბათ უკვე კლასიკურ საქორწილო კაბას ჩაიცვამს, რომელსაც მისთვის დონატელა ვერსაჩე შეკერავს.