რუსა ჩაჩუას ოჯახს საზოგადოება უკვე წელია, კარგად იცნობს - მისი მეუღლე დიმა ნაფეტვარიძეა. რუსა ჩაჩუას 4 შვილი ჰყავს და დედობას იდეალურად უთავსებს კარიერას. ამასთან, ახერხებს, იყოს მუდმივად ფორმაში და იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე.
რუსა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა - ხშირად აზიარებს სასარგებლო რჩევებს, საკუთარ ყოველდღიურობასა თუ ოჯახურ კადრებს. ამჯერად სწორედ მეუღლის შესახებ წერს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
"ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი შენ ხარ - ყველაზე საამაყო, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი. ყველაზე მეტად მიყვარხარ! შენთან ერთად ყველაფერი მიხარია, შენი სიყვარული მაძლიერებს და ყოველ დღე დიდი ბედნიერებაა. გილოცავ, ჩემო ძიმული" - რუსა ჩაჩუა.


რუსა ჩაჩუას ოჯახი
რუსა ჩაჩუამ პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა. 3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.
როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – თქვა რუსამ დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანსა და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.