ნინო ჩხეიძის იტალიური ვოიაჟი ქალიშვილთან ერთად: კადრები რომიდან და მომღერლის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და კარიერაზე - Marao

ნინო ჩხეიძის იტალიური ვოიაჟი ქალიშვილთან ერთად: კადრები რომიდან და მომღერლის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და კარიერაზე

2026-06-02 10:28:10+04:00

მომღერალი ნინო ჩხეიძე ქალიშვილთან, მარიამ კორახაშვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს. დედა-შვილი კოლიზეუმის წინ პოზირებს და რომის ულამაზეს ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

nino-chkheidze

nino-chkheidze

nino-chkheidze

  • "სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კლდესავით მედგა გვერდით" - ნინო ჩხეიძე მეუღლესა და ოჯახზე

ნინო ჩხეიძის ოჯახი და კარიერა

თბილისში დაბადებულმა მომღერალმა, რომელმაც თავდაპირველად განათლება ტელე-ჟურნალისტიკის მიმართულებით მიიღო, მუსიკალური საქმიანობა 2005 წლიდან აქტიურად დაუკავშირა ქალაქურ სიმღერებს. მას შემდეგ ნინომ არაერთი პოპულარული ალბომი და კლიპი გამოუშვა, გახსნა ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“, იყო მეგა-პროექტების ჟიურის წევრი და შექმნა საკუთარი მუსიკალური ბენდი.

მუსიკის პარალელურად, მან ძალები ბიზნესშიც მოსინჯა. მომღერალმა დააფუძნა საკუთარი ბრენდი „NIO“, რომლის ფარგლებშიც დღემდე ბრენდირებულ ქუდებს აწარმოებს, ახლახან კი საკუთარი სუნამოს ხაზიც გამოუშვა. 

ნინოს წარმატებაში უდიდესი როლი მის მეუღლეს, გიორგის მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ათ წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობს და წყვილს დისტანციური ურთიერთობა აქვს, მომღერალი აღნიშნავს, რომ მათ ყოველდღიური კონტაქტი აქვთ და მეუღლე მისი საუკეთესო მეგობარია.

  • "ულამაზესი წყვილი და ბედნიერი ოჯახი" - ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„თავდაჯერებული ვიყავი, რადგან გიორგის ათასი პროცენტით სჯეროდა ჩემი, სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კლდესავით მედგა გვერდით. ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ რაღაცას ვერ შევძლებ, მაგრამ ის სულ მოტივაციას მაძლევდა“, - ამბობს ნინო და ამატებს, რომ მეუღლე მისი ახალი სუნამოს შექმნის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.

ნინოსა და გიორგის ერთი ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა რჩეულზე, ჯეიმი ოლივერზე. 

ბოლო პერიოდში ნინო ჩხეიძის ვიზუალურმა ცვლილებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრს ეგონა, რომ მან წონაში პოპულარული პრეპარატის, „ოზემპიკის“ საშუალებით დაიკლო, თუმცა რეალობა სულ სხვაა. მომღერლის თქმით, მან ერთ წელში რვა კილოგრამი ყოველგვარი მკაცრი დიეტისა და შიმშილობის გარეშე, მხოლოდ სწორი ფსიქოლოგიური განწყობით დაიკლო.

  • ნინო ჩხეიძის ქალიშვილი დაინიშნა: ვინ არის მარიამ კორახაშვილის რჩეული

„დავიკელი ტვინით. ტვინში გადავწყვიტე, რომ მსურდა წონაში დაკლება... ჩემი გამოცდილებით რასაც მივხვდი, მთავარია არ დასტრესო საკუთარი თავი. ტორტსაც აუცილებლად ვსინჯავ ყოველთვის, მაგრამ ვცდილობ, რომ ზომიერად იყოს ყველაფერი“.მომღერალი იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდი ინტუიციურ კვებაზეც იყო, რაც ორგანიზმის მოსმენასა და ნაკლები საკვების მიღებაში ეხმარებოდა. დღეს ნინო მარტო ცხოვრობს, სახლში საჭმელს თითქმის არ ამზადებს და ძირითადად გარეთ სადილობს, თუმცა მის მაცივარში საპატიო ადგილს ყოველთვის იკავებს მისი ორი საყვარელი პროდუქტი — სულგუნი და თაფლი.