აჩიკო ბერიძე დაქორწინდა: "ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანები ფილმის სცენარისთვის წერენ" - Marao

აჩიკო ბერიძე დაქორწინდა: "ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანები ფილმის სცენარისთვის წერენ"

2026-06-03 11:36:37+04:00

მომღერალი აჩიკო ბერიძე და ტელეწამყვანი ანა შამილაძე დაქორწინდნენ. მათ ჯვარი დაიწერეს და ეს დღე მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნეს. საღამო სავსე იყო სიმღერით, დაუვიწყარი მომენტებითა და გართობით. კადრები წყვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა. 

achiko-beridze 

achiko-beridze

აჩიკო ბერიძის ოჯახი  

აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი 2022 წელს დაშორდა. 2 წლის წინ მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დაიწყო, როცა მისი გზა ბავშვობის სიყვარულთან, ანა შამილაძესთან კვლავ გადაიკვეთა.

ანა შამილაძე ტელეჟურნალისტია. მან „აჭარის ტელევიზიაში" მუშაობა 9 წლის წინ დაიწყო, დღეს კი საავტორო გადაცემა აქვს.

  • "29 წლის მეგობრობას + 3 წელი" - აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის ოჯახი

ანა შამილაძემ მეუღლის გაცნობის შესახებ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ამბობს, რომ მისი და აჩიკოს სიყვარული მეგობრობით დაიწყო ჯერ კიდევ 32 წლის წინ. დღეს კი მათ ბედნიერი, სიყვარულით სავსე ოჯახი აქვთ: 

"ჩემი და აჩიკოს ისტორია არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… გამოდის, რომ 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა… 

  • „ეს ბედისწერაა, მე კი ბედისწერის ძალიან მჯერა“ - თათული დოლიძის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ

ერთი თვის წინ ესპანეთში ვიყავით ერთად და პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიყვანოთ, თუმცა იმდენი საქმე გვაქვს ზაფხულშიც და შემოდგომაზეც, რომ ჯერ საქმეებს მივხედავთ, შემდეგ კი აუცილებლად დავადგებით ოფიციალურობის გზას", - ამბობს ანა შამილაძე fortuna.ge-სთან.