ულამზესი წყვილის კვიპროსული არდადეგები - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარგნარის კადრები - Marao

ულამზესი წყვილის კვიპროსული არდადეგები - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარგნარის კადრები

2026-06-09 10:37:29+04:00

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებმა, ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა, მაყურებლის ყურადღება პირველივე გამოჩენისთანავე მიიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, წყვილი პირად ცხოვრებაზე იშვიათად ლაპარაკობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულიანამ პირდაპირ თქვა, რომ მათ შორის არსებული ურთიერთობის საჯაროდ განხილვა არ სურს.

"ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური მეგობრობაც. როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია. მე ვთვლი, რომ პირადი ურთიერთობა ამიტომაც ჰქვია, რომ პირადია. რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია," - ამბობს ჯულიანა.

წყვილი ზაფხულის დღეებს მეგობრებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე, ქალაქ აია ნაპაში ატარებს, საიდანაც არაჩვეულებრივ კადრებს გვთავაზობენ. 

oto-juliana

oto-juliana

  • "როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია" - ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ინტერვიუ ურთიერთობაზე, ბავშვობასა და კარიერაზე 

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

oto-juliana

  • VIDEO: დედის ხსოვნისთვის მიძღვნილი ცეკვა - ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის საოცარი შესრულება 

"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.