„დარჩენილია ისეთ თაუ ბაგრატიონად, როგორიც განვლილი 55 წლის მანძილზე იყო“ - ლიზა ბაგრატიონის გულწრფელი ინტერვიუ დაზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე - Marao

„დარჩენილია ისეთ თაუ ბაგრატიონად, როგორიც განვლილი 55 წლის მანძილზე იყო“ - ლიზა ბაგრატიონის გულწრფელი ინტერვიუ დაზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე

2026-06-09 13:17:23+04:00

ლიზა ბაგრატიონი „კოტკასტის“ სტუმარია - ცნობილი მომღერალი ოჯახზე, კარიერასა და პირველ ლედიზე

მალე მაყურებელი კოტე მათითაშვილის პოპულარული გადაცემის, „კოტკასტის“ ახალ, გამორჩეულ ეპიზოდს იხილავს. ამჯერად პროექტის სტუმარი ყველასთვის საყვარელი მომღერალი, ელეგანტურობისა და ნიჭიერების სიმბოლო - ლიზა ბაგრატიონია.

  • "არ მინდა, ვინმემ ნახოს, რომ მოწყენილი ვარ" - როგორია ლიზა ბაგრატიონი მაშინ, როცა სცენის შუქი ქრება

გადაცემის სრული ვერსია ეთერში ხუთშაბათს გავა, თუმცა მანამდე გავრცელებულმა ანონსმა საზოგადოებაში უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

  • რაზე ისაუბრებს ლიზა ბაგრატიონი?

პოდკასტის ფორმატი მაყურებელს საშუალებას მისცემს, მომღერალი სულ სხვა ამპლუაში დაინახოს და მისგან გულწრფელი, პირადული ამბები მოისმინოს. ლიზა ბაგრატიონი გადაცემაში თავის მოვლის თემასაც ეხება და კოტე მათითაშვილთან ხუმრობს კიდეც: „შემდეგში, თუ გექნება თემა, როგორ არ უნდა მოუარო თავს, დამიძახე…“

გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინტრიგის შემცველი ნაწილი ლიზასა და მისი დის - საქართველოს პირველი ლედის ურთიერთობას ეხება.  მომღერალმა ღიად ისაუბრა იმ საპასუხისმგებლო და საინტერესო სტატუსზე, რომელიც მის დას აქვს და გაუზიარა მაყურებელს, თუ როგორია მათი ურთიერთობა კამერებს მიღმა. „დარჩენილია ისეთ თაუ ბაგრატიონად, როგორიც განვლილი 55 წლის მანძილზე იყო“ - აღნიშნავს მომღერალი ანონსში.

  • საქართველოს პირველი ლედები - ისტორიები და ამბები ქვეყნის მთავარი ქალების შესახებ

„კოტკასტის“ ახალი ეპიზოდი, სადაც ლიზა ბაგრატიონი საკუთარ თავს სრულიად ახლებურად დაგვანახვებს, ხუთშაბათს გავა. მანამდე კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ანონსს.