მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი უკვე რამდენიმე წელია, რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი, კირა ჰყავს. კირა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ფოტოები თუ ვიდეოები კი უამრავ მოწონებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ კირა საოცრად ჰგავს მამას და ამას მშობლებიც აღიარებენ.
მარიამი და ვახო სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ და მნახველებისგან ყოველთვის უამრავ მოწონებას იმსახურებენ.

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი
"არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა ვახო კანდელაკი რამდენიმე წლის წინ.
"მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.
საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია. ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს", - ამბობდა მარიამი.

"კირამ სრულიად სხვანაირად დამანახა ცხოვრება, ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც ადრე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე უკვე მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ერეკლესთან ერთად გავიზარდე მეც, მაგრამ კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი გავხდი.
ერეკლეს საოცარი დამოკიდებულება აქვს, ძალიან უყვარს უნდა, რომ სულ მოეფეროს. თან კირაც ახლოს არ იკარებს, დისტანციას იჭერს. და-ძმის თვალებში ვხედავ დიდი სიყვარულს და მზრუნველობას.
კირამ ყველას ცხოვრება გაახალისა და გააფერადა. თითქოს ყველამ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას" - ამბობდა ვახო კანდელაკი.