"მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ" - ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის, ოჯახისა და მრავალშვილიანი დედობის შესახებ - Marao

"მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ" - ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის, ოჯახისა და მრავალშვილიანი დედობის შესახებ

2026-06-11 10:39:07+04:00

ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. გიორგისა და ნინას შემდეგ, წყვილს მესამე შვილი - გოგონა შეეძინა, რომელსაც ქეთო დაარქვეს. ახალშობილი 3,500 კილოგრამს იწონის და როგორც ლიზა აღნიშნავს, პატარა ბუნებრივ კვებაზე იმყოფება.

  • 2026 წლის BABY BOOM: ცნობილი ქალები, რომლებიც წელს დედები გახდებიან

ლიზა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა და საზოგადოებას ცხოვრებისეული სიახლეების შესახებ ესაუბრა.

  • საიდუმლოდ შენახული სახელი და მოულოდნელი ემოცია სამშობიარო ბლოკში

როგორც ცნობილია, ახალშობილს სახელი ლიზას დედის, ცნობილი ექიმის - ქეთი ასათიანის პატივსაცემად დაარქვეს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახმა ბოლო წუთამდე საიდუმლოდ შეინახა. მშობიარობას, მეუღლესთან ერთად, თავად ქეთი ასათიანიც ესწრებოდა, რომლისთვისაც შვილიშვილის სახელი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.

გამომწერის კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ბებიას პატარა ქეთოს დაბადებაზე, ლიზამ სამშობიაროდან ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა:

„არავინ იცოდა რას ვარქმევდით, ბოლომდე „საიდუმლოდ“ შევინახეთ. ბლოკში გაიგო, ირაკლიმ როდესაც გააჟღერა სახელი, უზომოდ გაუხარდა“.

chichua

ლიზამ საზოგადოებას უფროსი ძმის, გიორგისა და ახალშობილი ქეთოს შეხვედრის კადრიც გაუზიარა. კითხვაზე, თუ როგორ მიიღეს და-ძმებმა ოჯახის ახალი წევრი, მან უპასუხა:

„კარგად ძალიან, ჯერ-ჯერობით არ ეჭვიანობენ“

  • ბალანსი მრავალშვილიანობას, სწავლასა და ოჯახს შორის

სამი შვილის აღზრდა, პარალელურად სწავლის პროცესის მართვა და ოჯახური ყოველდღიურობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ლიზა ჩიჩუამ ღიად ისაუბრა იმ ფაქტორზე, რაც მას ამ ყოველივეს შეთავსებაში ეხმარება და ხაზი გაუსვა მეუღლის, ირაკლი მაქაცარიას თანადგომას.

  • ცნობილი ექიმების დიდი ოჯახი და ულამაზესი წყვილის ახალი ფოტოები: სანდრო ჩიჩუა შეყვარებულია

მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ლიზამ დაწერა:

„მე ვფიქრობ, მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერში ხელს გიწყობს, გეხმარება და უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ, ჩემს შემთხვევაში ასეა“.

ცნობილი წყვილი უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილებს იღებს. საზოგადოება აღნიშნავს, რომ მათი ოჯახი ჰარმონიული ურთიერთობისა და სამაგალითო თანაცხოვრების შესანიშნავი მაგალითია.

liza-chichua

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ოჯახი 

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება.

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება. 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

  • ვინ არის სანდრო ჩიჩუას შეყვარებული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია: პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარე უწყობენ ხელს. 

liza

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო.

წყვილს პირველი შვილი, გიორგი მაქაცარია 2023 წელს შეეძინა. მეორე შვილის, ნინას მშობლები კი 2025 წლის იანვარში გახდნენ.ახლა კი მათ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა, ქეთო შეემატა.