"ზუსტად ისეთი საოცარი ქორწილი შედგა, როგორიც მუდამ წარმოდგენებში მქონდა" - ინტერვიუ პატარძალთან, რომელიც შესახებაც რამდენიმე დღეა საუბარი არ წყდება - Marao

"ზუსტად ისეთი საოცარი ქორწილი შედგა, როგორიც მუდამ წარმოდგენებში მქონდა" - ინტერვიუ პატარძალთან, რომელიც შესახებაც რამდენიმე დღეა საუბარი არ წყდება

2026-06-11 12:50:49+04:00

„სუხიშვილების“ მოცეკვავე ნინი გელხაური ახლახან გაბედნიერდა. მისი რჩეული ლევან ახვლედიანია. წყვილის ქორწილმა სოციალური ქსელები მოიცვა. ულამაზესი იყო პატარძალი და მისი მეგობრები ანსამბლიდან, რომლებმაც რა თქმა უნდა, ქორწილში სხვადასხვა ცეკვა მოხდენილად შეასრულეს. ნინი თავისი სიყვარულის ამბისა და ქორწილის დეტალების შესახებ fortuna.ge-ს უყვება.

gelxauri

  • "ემოციებისგან სუნთქვა მიჭირს - მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯეროდა" - მნიშვნელოვანი დღე "სუხიშვილების" სოლისტის, მარიამ მათიაშვილის ცხოვრებაში

ნინი გელხაურის ინტერვიუ

- ნინი, როგორ შეხვდით თქვენს მომავალ მეუღლეს და როგორ განვითარდა თქვენი ამბავი?

- ჩვენი გაცნობის ისტორია ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია.თავდაპირველად ლევანმა სცადა ჩემი გაცნობა და ყველანაირად ცდილობდა, რომ კომუნიკაციაში „შევეტყუებინე”.

21 დღის განმავლობაში მწერდა გაუჩერებლად და ყოველდღე თავისი მონაწერებით მაცნობდა თავს, ოღონდ აქ ერთი დეტალი არის ის, რომ მე საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი.

გარკვეული დროის შემდეგ დამაინტერესა, თუ ვინ იყო და ვინ „იმალებოდა” მონაწერების და „დღიურის” უკან და საბოლოოდ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღეს უკვე ოჯახად იქცა.

gelxauri

  • საუკუნის ქორწილი საფრანგეთში: მინგ სისა და მარიო ჰოს ზღაპრული ქორწილი და „ნახევარმილიარდიანი ნათება“

- ქორწილში ქართული რომ იცეკვეთ მეორე ნახევართან ერთად, როგორი შეგრძნება იყო?

- ქართული ცეკვა და ზოგადად ცეკვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რამხელა ემოციასთან ასოცირდება, ალბათ, უკვე იცით… მაგრამ ეს ემოციები სულ სხვა იყო და სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ლევანის ის მონდომება და შრომა, რომელიც მან ჩადო ცეკვის შესასწავლად და შემდეგ შესასრულებლად, რადგან მას ქართულ ცეკვასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია.

- ასეთ ქორწილზე ოცნებობდით, როგორიც გქონდათ?

- ზუსტად ისეთი საოცარი ქორწილი შედგა, როგორიც მუდამ წარმოდგენებში მქონდა და გვქონდა…

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად fortuna.ge-ზე 

ფოტოები: Frame Me