თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა ვირტუალურ სივრცეს, საინფორმაციო ნაკადთან ერთად, ხშირად თან ახლავს დიდი დოზით აგრესია და ნეგატივი. სწორედ ამ მიზეზით, პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა, ლიზა ბაგრატიონმა „ფეისბუქის“ აქტიურად გამოყენებაზე უარი თქვა და საკუთარი გვერდი საერთოდ გააუქმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და საზოგადოებაში არსებულ მტკივნეულ პრობლემებზე ლიზა ბაგრატიონმა კოტე მათითაშვილის პოდკასტში „კოტcast“ სტუმრობისას გულახდილად ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის მისთვის მიუღებელი ის ნეგატივი და შეურაცხყოფა, რასაც ადამიანები ინტერნეტსივრცეში ერთმანეთს აყენებენ.

ლიზა ბაგრატიონის ინტერვიუ
„დღეს მე ფეისბუქი არ მაქვს, იმიტომ რომ იმის გადატანა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აკადრებენ, მე დღემდე არ შემიძლია. როდესაც მეორე ადამიანი მეუბნება, „კაი რა, კიდევ გიკვირს რამე?“, დიახ, მიკვირს და მე მინდა, რომ ისე მოვკვდე, რომ მიკვირდეს ადამიანების უგვანობა, უსაქციელობა, შეურაცხყოფა და უღირსი საქციელი“, – თქვა ლიზა ბაგრატიონმა ინტერვიუში.
