ქართულ თეატრსა და კინოს ბევრი ნიჭიერი მსახიობი ჰყავს, თუმცა არსებობენ ქალები, რომელთა გარეშეც ქართული თეატრის სცენა უბრალოდ წარმოუდგენელია. ზოგიერთი მათგანი ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების ოჯახში გაიზარდა და მათი გზა გააგრძელა, ზოგმა კი პროფესია სრულიად დამოუკიდებლად აირჩია.
გაგაცნობთ 5 ქართველ მსახიობ ქალს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინოს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს.
ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის დასს შეუერთდა და ამ სცენაზე არაერთი დაუვიწყარი როლიც შექმნა, მათ შორის, სპექტაკლებში: "პეიზაჟს აკლია სითბო", "ჰამლეტი", "ეუხენა ბალბოა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ. ეკა ჩხეიძე მაყურებელმა ცნობილი სერიალებიდანაც გაიცნო, მათ შორის იყო " ჩემი ცოლის დაქალები" და "ჭერი".
ეკა ჩხეიძეს მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" სპექტაკლში "ეუხენა ბალბოა". ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავას შვილიშვილია.
"ალბათ, მკითხავთ, მინდოდა თუ არა ბავშვობაში მსახიობობა და მეც გიპასუხებთ - არა! ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. ხელი იმან შემიშალა, რომ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა არ მომწონდა. აი, ასე ვთქვი უარი ექიმობაზე. მერე თეატრალურში ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი - სწორედ ამან განაპირობა, რომ საბოლოოდ სცენა და მსახიობის კარიერა ავირჩიე", - იხსენებდა მსახიობი.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მსახიობობაზე არ უოცნებია, ალბათ, ცხოვრების ეს გზა მისთვის გარდაუვალიც კი იყო. შეუძლებელია, იზრდებოდე ასეთ ოჯახში და შეპყრობილი არ იყო იმ საოცარი სამყაროთი, რასაც თეატრი ჰქვია.

ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო ამავე წლიდან. 90-იანი წლების ნინოს წარმატებული კარიერის დასაწყისად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ითამაშა მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ფილმებში: „ორფეოსის სიკვდილი“, „მარტოობის ორდენის კავალერი“, „ნეტავ აღარ იწვიმოს“... მოგვიანებით იყო „გასეირნება ყარაბაღში“, „კომეტები“, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მან არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა "რუსთაველის თეატრის" სცენაზე სპექტაკლებში - „ლისისტრატე“, „ელექტრა“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“ და სხვ.

მსახიობ ნატა მურვანიძეს ქართული კინოსა და თეატრის მოყვარულები კარგად იცნობენ - მისი შესრულების მანერა, ქარიზმა, საუბრის სპეციფიკა ეკრანსა და სცენაზე დაუვიწყარ როლებს ქმნის. გარდა სამსახიობო ოსტატობისა, ხშირად აღნიშნავენ, რომ ნატა მურვანიძეს განსაკუთრებული შარმი აქვს, რაც მას თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცევს.
ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1991 წელს.
ქართველი მაყურებლისთვის მისი სახელი ცნობილი 1992 წელს გახდა, როცა სულ ახალგაზრდამ ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა" ქეთოს დედის როლი შეასრულა.
ნატა მურვანიძე 2017 წელს კი, „აზიურ ოსკარზე“, პეკინში, ფილმში „საშიში დედა“, დედის სახის განსახიერებისთვის - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს. მის მიერ შესრულებული როლებიდან გამორჩეულია ნეო სპექტაკლში "ჟოლო", ჟაკი - ”როგორც გენებოთ", ივდითი - "ურიელ აკოსტა", კატო - ”პიგმალიონი”, ჰიტლერი - "ჩემი მეგობარი ჰიტლერი", ანტიგონე - "ანტიგონე" და სხვ.

ბაია დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა.
მისი ფილმებიდან გამორჩეულია „კუჩხი ბედინერი“, „ბილიკი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „დეტექტივები“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და სხვ.
რაც შეეხება თეატრს, მარჯანიშვილის თეატრში მის მიერ შექმნილი დაუვიწყარი პერსონაჟების სია გრძელია, მაგრამ მაინც შეგვიძლია გამოვყოთ გერტრუდა - უილიამ შექსპირის "ჰამლეტში", დორინა - "ტარტიუფი", მარია აფრიკანოვნა - "ცხვირი", მადმუაზელ კუკუ - "უსახელო ვარსკვლავი", კატა - "მერი პოპინსი", მარტა - "საშობაო სიზმარი" და სხვ.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გამორჩეული მსახიობი, ეკა ნიჟარაძე, ფართო საზოგადოებამ შეიყვარა როგორც თეატრის სცენაზე განსახიერებული დასამახსოვრებელი სახეებით, ისე ქართულ კინოში შესრულებული როლებით, მათ შორის:
ეკა ნიჟარაძე მონაწილეობდა ნინო ხარატიშვილის ორენოვან გერმანულ-ქართულ სპექტაკლში „პენთესილეა. რეკვიემი“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 31 წლის შემდეგ ეკა ნიჟარაძე მარჯანიშვილის თეატრიდან გაუშვეს.