შეუდარებელი ქარიზმა, დიდი ნიჭი და გზა აღიარებამდე - როგორ იბადება ნამდვილი არტისტი და როგორია ქეთი ჩაჩუას წარმატების ფორმულა - Marao

შეუდარებელი ქარიზმა, დიდი ნიჭი და გზა აღიარებამდე - როგორ იბადება ნამდვილი არტისტი და როგორია ქეთი ჩაჩუას წარმატების ფორმულა

2026-06-19 17:16:50+04:00

შეუძლებელია, მისი ერთი როლი მაინც ნახოთ და სამუდამოდ არ დაგამახსოვრეთ გამორჩეული ნიჭის, გარეგნობისა და ქარიზმის მატარებელი ქეთი ჩაჩუა - მსახიობი, რომელმაც შთამბეჭდავი კინო- თუ თეატრალური კარიერა შექმნა და ამ გზას დღესაც აგრძელებს.

keti-chachua

ქეთი ჩაჩუას ხილვა მაყურებელს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეატრის სცენაზე შეეძლო, მათ შორის,   სოხუმის, კინომსახიობთა,  ქუთაისის, სამეფო უბნის, თავისუფალ, მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და თეატრალური სარდაფში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან გამორჩეულია ოფელია – უილიამ შექსპირის “ჰამლეტი”,მაია – ლეო ქიაჩელის “თავადის ქალი მაია”, მარტირიო – ფედერიკო გარსია ლორკას “ბერნარდა ალბას სახლი”, მარია – კარლ ბიუხნერის  “ვოიცეკი”, ლაკი – სემუელ ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” და სხვ.

ფართო აუდიტორიამ კი ქეთი ჩაჩუა ტელესერიალებიდან გაიცნო - თავდაპირველად ის პოპულარულ შოუში „გოგონა გარეუბნიდან გამოჩნდა“, მოგვიანებით კი სერიალებში „ჭამა და სექსი“ და „კლინიკა“ ვიხილეთ.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, სადაც ქეთი ჩაჩუა მონაწილეობდა, სერიალი „ქიმიაა“.ეს არის სერიალი ოთხ ქალზე, რომლებმაც ერთმანეთი მძიმე სენის დიაგნოზის დასმის შემდეგ ქიმიოთერაპიის ოთახში გაიცნეს. 

ვინ არის ქეთი ჩაჩუა?

პროფესიის არჩევა ხშირად ერთ-ერთი ყველაზე რთული და გადამწყვეტი ნაბიჯია ცხოვრებაში. ბევრი ხელოვანის მსგავსად, ქეთი ჩაჩუაც თავიდან ძიების პროცესში იყო და ზუსტად არ იცოდა, რა მიმართულებით სურდა კარიერის გაგრძელება.

  • კულისებიდან მთავარ როლებამდე: როგორ იქცა თეატრი ეკა მოლოდინაშვილის მეორე სახლად 

"თავიდან არ ვიცოდი, რა მინდოდა, ვერ ჩამოვყალიბდი, ხან რა მინდოდა და ხან - რა. მერე ბატონ გოგი თოდაძის სტუდიაში დავიწყე სიარული, ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ სხვა თვალით დავიწყე რაღაცების აღქმა, უფრო მეტად ვაკვირდებოდი ყველაფერს. ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, მომეწონა მუშაობის პროცესი, ეტიუდების კეთება და მივიღე გადაწყვეტილება, რომ მსახიობი გამოვსულიყავი", - იხსენებს ქეთი გადაცემაში „ნაბიჯი წარმატებისკენ“ საუბრისას. 

  • "უცნობი ფოტო, უცნობი გოგონა" - მსახიობ ლეილა ყიფიანის აქამდე უცნობი ფოტოები 

ქეთიმ წარმატებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი დებიუტი კი პროფესიულ სცენაზე თავისუფალ თეატრში შედგა, როდესაც "ჰამლეტში" ოფელიას როლი შეასრულა. 

"თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემი პირველი და საპასუხისმგებლო როლი იყო თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლ "ჰამლეტში" ოფელიას როლი. დიდი ბედნიერება იყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის, თან ვნერვიულობდი, თან მიხაროდა. არ ვიცი, რამდენად იმოქმედა ამ როლმა ჩემს მომავალ კარიერაზე, მაგრამ ბევრმა ადამიანმა გამიცნო," - ამბობს ქეთი.

  • ანა ფრანკის მამამ მედეა ჯაფარიძეს წერილი მისწერა: "წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია..."

დღეს ქეთი ჩაჩუა ქართული თეატრისა თუ კინემატოგრაფიის გამორჩეული სახეა, რომელიც ყოველი ახალი როლით ამტკიცებს თავის მრავალფეროვნებასა და პროფესიულ უნარებს. იქნება ეს კლასიკური თეატრალური სახეები, პოპულარული სატელევიზიო პერსონაჟები თუ სერიალ „ქიმიის“ მსგავსი ღრმა, დრამატული ეკრანული როლები, ის ყოველთვის ახერხებს მაყურებელთან იმ უხილავი, ემოციური კავშირის დამყარებას, რომელიც მხოლოდ ნამდვილი ხელოვანებისთვისაა დამახასიათებელი. თეატრის სცენიდან დაწყებული გზა გრძელდება და ქეთი ჩაჩუა კვლავაც რჩება იმ მსახიობად, რომლის შემოქმედებითი ძიებები და ახალი სახეები მაყურებელს კიდევ დიდხანს დაამახსოვრებს თავს.