"3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული" - მანანა კოზაკოვა ქალიშვილის შესახებ - Marao

"3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული" - მანანა კოზაკოვა ქალიშვილის შესახებ

2026-06-16 10:53:25+04:00

თინათინ წულაძეს საზოგადოება უკვე არაერთი წელია იცნობს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეს, ქორეოგრაფსა და მსახიობს. ის ცნობილ ოჯახში დაიბადა – მისი მამა რეჟისორი ლევან წულაძეა, დედა კი – მსახიობი მანანა კოზაკოვა. თინათინ წულაძე დიდი ხნის მანძილზე „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო, შემდეგ კი სხვა გზა აირჩია, თუმცა მაინც ხელოვნების სფეროში დარჩა – ის ახლა წარმატებით მონაწილეობს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, ასევე, სხვადასხვა დადგმისთვის ქორეოგრაფის ამპლუასაც ითავსებს.

  • "ყოველთვის ვთვლიდი, რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მაგ თვალით არასდროს შემიხედავს" - თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის სიყვარულის ამბავი

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთმა ქალიშვილმა, თინათინ წულაძემ, 2019 წელს იქორწინა. მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი – ანდრო კოტეტიშვილი შეეძინა, თუმცა თინათინისა და გიორგის თანაცხოვრება დასრულდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თინათინ წულაძე კვლავ შეყვარებულია – მისი რჩეული კი ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი, ბუბა ჭოღოშვილია. წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, საკუთარი სიყვარულის შესახებ კი მათ პოდკასტში „ჩვენ“ ისაუბრეს:

  • მანანა კოზაკოვას ტრანსფორმაცია: "საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ"

„ბუბა მესამე წელია, თეატრ „სახელოსნო 42-ის“ მსახიობია და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. თავიდან ვმეგობრობდით, არასდროს მიფიქრია ურთიერთობაზე. ძალიან ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ბევრ თემაზე გვისაუბრია. ვთვლი, რომ პირველ, გაცნობა-მორიდების ეტაპს გადავახტით და ძალიან მარტივად წავიდა ყველაფერი“, – ამბობდა თინათინი.

wuladzeebi

მანანა კოზაკოვას ინტერვიუ ქალიშვილისა და ოჯახის შესახებ

მანანა კოზაკოვა ქალიშვილის, თინათინის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

– რას გვეტყვით თინათინისა და ბუბა ჭოღოშვილის ურთიერთობაზე, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი? როგორ შეხვდით მათი სიყვარულის ამბავს?

– უბრალოდ, მეგობრობენ. 3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული. ამას ოფიციალური სახე არ აქვს. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო მარტივად ლაპარაკობენ სიყვარულზე. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია. ჩემი შვილის პირად ურთიერთობაში არ ვერევი, ეს მათი პირადი საქმეა. ოფიციალურად არაფერია.

  • ცნობილი მამა, რეჟისორი მეუღლე და წარმატებული კარიერა - მანანა კოზაკოვას ცხოვრების ამბები

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება, ოჯახიც შექმნან?

– ეს მათი გადასაწყვეტია. თუ რამეს დააპირებენ, იმედია, მეტყვიან. ჩემს შვილს ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. როგორც თავად გადაწყვეტს, ისე იქნება.

tsuladze