"ძალიან ბედნიერი ვარ - მინდოდა, ეს სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა" - მარი ნაკანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ძალიან ბედნიერი ვარ - მინდოდა, ეს სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა" - მარი ნაკანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

2026-06-18 14:28:34+04:00

"ძალიან ბედნიერი ვარ - ჩვენ შევრიგდით. მინდოდა, ეს სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა", - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი მარი ნაკანი და მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. 

  • "მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა..." - მარიამ ნაკანის გულწრფელი მონოლოგი

ცოტა ხნის წინ მარი ნაკანისა და მისი მეუღლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ამის მიზეზი კი თავად მარი ნაკანის განცხადებები გახდა - ფოტოგრაფმა საჯაროდ ისაუბრა განქორწინებისა და ამ პროცესის თანმხლები სირთულეების შესახებ. მარი ნაკანი არაერთი პოპულარული გადაცემისა თუ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ამბობდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში მოხვდა, ამ დროს კი შეიტყო, რომ მისი მეუღლე, ფოტოგრაფი გიორგი მამასახლისი დაშორდა. 

nakani

მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი

"ჩვენ შარ­შა­ნაც დავ­შორ­დით, მერე დიდი პა­უ­ზა გვქონ­და, ექ­ვსი თვე. როცა შევ­რიგ­დით, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ გი­ორ­გი აღარ არის ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მა­ნამ­დე ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ამან გა­მო­იწ­ვია ჩემ­ში სა­ში­ნე­ლი ნოს­ტალ­გია და სენ­ტი­მენ­ტე­ბი. მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი გი­ორ­გი. გა­მი­ჭირ­და ძა­ლი­ან იმის მი­ღე­ბა და შე­გუ­ე­ბა, რომ გი­ორ­გი აღარ არის ისე­თი მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, და­ფე­თე­ბუ­ლი ჩემ­ზე.

გა­უტ­კბა თით­ქოს ის დის­ტან­ცია და ცოტა უფრო ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში და ეგო­იზ­მში შე­ვი­და. იმი­ტომ, რომ მე­ო­რედ როცა შე­მი­რიგ­და, უკვე მის­თვის მე ვი­ყა­ვი სუს­ტი. აღი­ზი­ა­ნებ­და ჩემი ყვე­ლა ხა­სი­ა­თის დე­ფექ­ტი ისე, რო­გორც არას­დროს ადრე. ჰოდა არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა სხვა ქალ­ბა­ტო­ნი გა­ი­ჩი­ნა და მისი ყუ­რა­დღე­ბა აღარ არის ჩემს მი­მართ და ამან და­მარ­ტყა. იმი­ტომ, რომ მა­შინ აღარ უნდა შე­უ­რიგ­დე, თუ ხვდე­ბი, რომ შენ უკვე წახ­ვე­დი და კარი გა­ი­ჯა­ხუ­ნე იმ ადა­მი­ანს, მერე აღარ უნდა მის­ცე იმე­დი.

nakani

მი­თხრა, რომ, მოდი, გავ­ტეს­ტო­თო და და­ვაკ­ვირ­დე­ბიო, რამ­დე­ნად მინ­და შენ­თან ერ­თა­დო. სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში რომ გსვა­მენ, უკვე ძა­ლი­ან იძა­ბე­ბი. სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ის ექ­ვსი თვე ჩემ­თვის იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, იმი­ტომ, რომ რამე პა­ტა­რა ხარ­ვე­ზი თუ იქ­ნე­ბო­და, ამას გი­ორ­გი თით­ქოს აფიქ­სი­რებ­და, რომ: „აი, რა­ღა­ცა არ გა­მოგ­დის“. არ ვიცი რა სჭირს, მე ვერ ვცნობ ჩემს საყ­ვა­რელ მე­გო­ბარს.

  • "საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს" - მარიამ ნაკანი

ჩემი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო ჩე­მი­ა­ნი, უც­ბად გახ­და ხის­ტი, ცივი და ცი­ნი­კუ­რი. ძალიან და­მარ­ტყა, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს რა­ღა­ც ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ძალიან მო­წყვლა­დე­ბი ვართ და ეს იარა, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლი მქონ­და, აი, მა­ინ­ცდა­მა­ინც მანდ.

დღემ­დე მე ჯერ კი­დევ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვარ, რა და­ე­მარ­თა ამ ადა­მი­ანს. მე მგო­ნია, რომ მა­ინც ამ­პარ­ტავ­ნე­ბა... იმი­ტომ, რომ ბოლო ხა­ნებ­ში იმ­დენ სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია თა­ვის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ჟანრ­ში: თან უცხო­ე­ლებ­მაც წა­იყ­ვა­ნეს, წა­მო­იყ­ვა­ნეს, იქ პრი­ზი, იქ ჯილ­დო. მე მგო­ნია, ცოტა და­ა­ვი­წყდა, მა­ნამ­დე ვის­თან ერ­თად იყო ეს წლე­ბი, სულ რომ რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა­სა­ვით ვი­ყა­ვით. მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი ჭი­ან­ჭვე­ლა", - ამბობდა მარი ნაკანი გვანცა დარასელიას პოდკასტში სტუმრობისას.