ხვიჩა კვარაცხელიას საოჯახო იდილია - როგორ ატარებს დროს ფეხბურთელი - Marao

ხვიჩა კვარაცხელიას საოჯახო იდილია - როგორ ატარებს დროს ფეხბურთელი

2026-06-22 10:03:59+04:00

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2026 წლის სეზონი ფანტასტიკური აღმოჩნდა. მან პსჟ-სთან ერთად მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბავშვობის უდიდესი ოცნება აისრულა.

მიუხედავად ამხელა საფეხბურთო წარმატებისა, ხვიჩასთვის მთავარ ღირებულებად მაინც ოჯახი რჩება. მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ ატარებს თავისუფალ დღეებს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა შვილთან, დამიანესთან ერთად.

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

khvicha-kvarathkhelia

  • კვარას და ნიცას დაუვიწყარი მომენტი გუშინდელი საღამოდან: ვარსკვლავური წყვილი კანიე უესტის კონცერტზე 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

khvicha-kvarathkhelia

  • "ყველა ერთად - ფეხბურთელები და მთავარ გულშემატკივრები" - ფოტო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.