"ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე - Marao

"ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

2026-06-22 15:00:27+04:00

ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკა­ტე­გუე ბადელმა, სოციალურ ქსელში გამომწერების კომენტარებს უპასუხა და ქართველ ჩემპიონთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა.

ერთ-ერთმა გამომწერსმა მას ჰკითხა: "რატომ გააკეთე ეს? რა დაგიჯდებოდათ მასთან დარჩენა?", რაზეც ჯორჯინამ ვრცელი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე რთული გამოხატულება სწორედ უკან დახევაა.

"ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად დარჩენას ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე სიყვარულით სავსე საქციელი არის ერთი ნაბიჯით უკან დახევა და იმის დაშვება, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თავად შეხედოს. სიყვარულში საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ლოცვა, რათა საკუთარი გზის გავლის პროცესში ადამიანები იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს. მისი გეგმები ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საუკეთესო ხსნა პიროვნული ხსნაა," -  წერს ჯორჯინა.

  • ილია თოფურიას მარცხის შემდეგ ჯორჯინა უზკატეგუიმ პოსტი გამოაქვეყნა: რატომ გახდა მისი წერილი განხილვის საგანი? 

ამის შემდეგ გამომწერმა აღნიშნა, რომ ილია თოფურია ასეთი მდგომარეობით არასოდეს ენახა. აღნიშნულ კომენტარს ჯორჯინამაც უპასუხა და სპორტსმენის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

"ეს მართლაც მტკივნეული და გულდასაწყვეტია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა," -  ასე გამოეხმაურა ჯორჯინა უზკატეგი ქართველი ჩემპიონის დაზიანებას, რომელიც მან 14 ივნისს, ჯასტინ გეიჯთან დაპირისპირებისას მიიღო.

ILIA-TOPURIA

რა მოხდა ვაშინგტონში

ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე დღის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას - Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.

ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, "ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.

ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.

როგორც ცნობილი გახდა სპორ­ტსმენს ორი­ვე მხა­რეს ორ­ბი­ტა­ლუ­რი ძვლის (თვალ­ბუ­დის) მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­და­ად­გი­ლე­ბის (წა­ნაც­ვლე­ბის) გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრავ­მის გამო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა. ილია მკურნალობას სახლში აგრძელებს.

  • ინგა თოფურია ფოტოებს ილია თოფურიას პირველ ცოლთან ერთად აქვეყნებს: ვინ არის ქართველი მებრძოლის პირველი მეუღლე? 

ILIA-TOPURIA

მიყენებული ტრავმების სერიოზულობიდან გამომდინარე, სპორტულმა კომისიამ ილია თოფურიას 180-დღიანი სავალდებულო სამედიცინო აკრძალვა დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალური ორთაბრძოლების გამართვა ეკრძალება.

  • "მინდა ქართველი რძალი...ილიას გვერდით ყოფნა რთულია, მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს" - ინგა თოფურია-ბენდელიანის ინტერვიუ 

აღსანიშნავია, რომ UFC-ში ეს სტანდარტული და დამცავი პროცედურაა, როდესაც მებრძოლი თავისა და სახის არეში მძიმე დარტყმებს იღებს. 180 დღე მაქსიმალური ვადაა, რომელიც სპორტსმენის რეაბილიტაციასა და ჯანმრთელობის აღდგენას უნდა მოხმარდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ილია თოფურია სრულყოფილ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექიმები მის სრულ მზადყოფნას დაადასტურებენ, კომისიამ შესაძლოა ეს ვადა მნიშვნელოვნად შეამციროს და მას ოქტაგონზე უფრო ადრე დაბრუნების უფლება მისცეს.