ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, თემურ უგულავას გარდაცვალებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობ ეკა ნიჟარაძისა და ნიკო გომელაურის ქალიშვილი, ტასო გომელაური გამოეხმაურა.
მას შემდეგ, რაც მსახიობი ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურს დაშორდა, მას ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ თემურ უგულავასთან. ეკასა და თემურს ერთი საერთო შვილი, ნოდარიკო უგულავა ჰყავთ.
როგორც ტასო გომელაური წერს, თემურ უგულავას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მას მეორე მამად მიიჩნევდა.
"მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით... სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ტკივილს.. დროებით ჩემო ყველაზე მაგარო მამებო!" - წერს ტასო გომელაური.





თემურ უგულავას ოჯახი
თემურ უგულავა მედიასთან და პრესასთან კომუნიკაციას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა მისი პირადი ცხოვრება არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ბიზნესმენის პირველი მეუღლე თეო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი აკავშირებდა. ამავე პერიოდში უგულავას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან, რომლისგანაც მას ასევე შეეძინა შვილი, თუმცა ეს კავშირი ოფიციალურ ქორწინებაში არ გადაზრდილა.
მოგვიანებით ბიზნესმენმა ბაია დავითაიაზე იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი შეეძინა. მათი დაშორების შემდეგ, განქორწინების პროცესი და ქონებრივი დავა სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
უგულავას ცხოვრებაში ბოლო ოფიციალური ქორწინება მოდელ და მსახიობ ნინი ნებიერიძეს უკავშირდებოდა, რომელზეც მან 2015 წელს იქორწინა. ნინი მაშინ 19 წლის იყო, თემური - 48-ის. წყვილს ორი შვილი - ტოკიო და თემური შეეძინა. 2022 წელს მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი. ამის შემდეგ თემურ უგულავას ურთიერთობა საკუთარი კომპანიის, „აჭარა ჯგუფის“ თანამშრომელთან, ნატო ჯაფარიძესთან ჰქონდა, პარტნიორი ჰყავდა ნინი ნებიერიძესაც. მიუხედავად ამისა, 2024 წელს ნინიმ მეუღლეს დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა: „გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერდა ის.