გვანცა დარასელიას საავტორო გადაცემაში „გვანცას პოდკასტის“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მისი უახლოესი მეგობარი, თიკა ფაცაცია იქნება. გადაცემის სრული ვერსია გვანცას იუთუბ არხზე სამშაბათს დაიდება, მანამდე კი სოციალურ ქსელში ანონსი ვრცელდება - როგორც ახალი ეპიზოდის ანონსიდან ირკვევა, მაყურებელს წინ ძალიან ემოციური, გულწრფელი და აქამდე უცნობი ამბებით სავსე გადაცემა ელოდება.

გვანცა: მე არ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. შენ გახსოვს?
თიკა: კი, მაშინ არ მომეწონე. რა გინდა, რომ მოგიყვე, ახლა მითხარი. რატომ ვერ ვიყოჩაღე მე?
გვანცა: აქედან გიყურებდი და ასე რომ ჩამოგდიოდა ღაპაღუპით ცრემლები... მაგის გეშინია?
თიკა: რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია მაგის. ვისაც ძალიან უყვარდა ყველას უჭერს განშორება.
გვანცა: ანდრო რომ გემრიელად ვერ ნახე, მაგას განიცდი?
თიკა: დათოს გამოვიყვანდი კი არა, საერთოდ პირველივე წამიდან ავფეთქდებოდი. ვაიმე, ეს ისტორია გახდება საჯარო, კი არადა დაიბეჭდება.
გვანცა: დაიბეჭდოს მერე, რატომ არ უნდა დაიბეჭდოს?
თიკა: გვანცას ბრალია ეს დისკომფორტი, რაც ამ წუთას შეგიქმენი დათო.
გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა.
"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისის“, „მის საქართველოსა“, „მის ოქროს გლობუსის“ კონკურსების მონაწილე.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი დიზაინერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ-ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში 11 ახალი სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008-ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

2009 წელს თიკამ კვლავ ევროვიზია 2009–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
2010 წლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.