ქართველი დიზაინერი და ბიზნესლედი მაკა კვიციანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეა. ის წარმატებული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია და ამავდროულად, პოპულარული კულინარიული მეგა-პროექტის, "მასტერშეფის“ ერთ-ერთი ჟიური იყო. აქტიური და წარმატებული კარიერის პარალელურად, მაკას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. მისი მეუღლე ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს
სულ რამდენიმე თვის წინ მაკა კვიციანი მეოთხე შვილის, ილიკოს დედა გახდა. დიზაინერი სოციალურ ქსელში ხშირად არ აზიარებს ოჯახურ კადრებს, თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და გამომწერებს პატარა ილიკოს ფოტოები გაუზიარა.


მაკა კვიციანი
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც.

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ.
მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.