"შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე - Marao

"შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

2026-06-29 16:06:56+04:00

ცნობილი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკუტაგუე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად უზიარებს თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს. ამჯერად ჯორჯინამ თაყვანისმცემლები ახალი ფოტოები გაუზიარა. 

ჯორჯინა ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებენ დედა-შვილი ზაფხულის მზიან დღეებს არაჩვეულებრივად, ზღვის სანაპიროზე.

"შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ" - წერს ჯორჯინა.

ilia-topurias-kopili-coli

  • ილია თოფურიას მარცხის შემდეგ ჯორჯინა უზკატეგუიმ პოსტი გამოაქვეყნა: რატომ გახდა მისი წერილი განხილვის საგანი? 

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა

გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვდა მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

  • „საქმე იქამდე მივიდა, რომ მე და ჩემს ქალიშვილს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ“ - ჯორჯინა უზკატეგუის გულახდილი საუბარი გამომწერებთან 

ilia-topuria

  • ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ გადაცემაში Reconoce tu valor: "ქალმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, ჩუმად იყოს და ეს არის ჩვენი მოვალეობა?" 

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.