როგორ იქცა "ფუფალა" მარკ ჯეიკობსის შთაგონებად - როგორ დაიპყრო ქართულმა "ნატვრის ხემ" ჩიკაგო - Marao

როგორ იქცა "ფუფალა" მარკ ჯეიკობსის შთაგონებად - როგორ დაიპყრო ქართულმა "ნატვრის ხემ" ჩიკაგო

2026-06-30 11:30:47+04:00

თენგიზ აბულაძის 1976 წლის ფილმი "ნატვრის ხე“ ძველი ქართული სოფლის ცხოვრებას აცოცხლებს. ფილმის მთავარი თემა მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულია. მარიტას მამა აიძულებს, შეძლებულ შეთეს გაჰყვეს ცოლად. დაშორებას კი მარიტა და გედია ძალიან განიცდიან. საბოლოოდ, დედამთილი მარიტას ქმრის ღალატს დასწამებს და სოფელი მას უსამართლოდ, სასტიკად სჯის. ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, თუმცა სოფელში არიან ადამიანებიც, ვინც ამ უსამართლობას არ შეეგუება. აქ ყველა თავისებურად წვალობს, ყველა თავის "ნატვრის თვალს“ ეძებს.

ფილმში გენიალური ქართველი მსახიობები თამაშობენ - ლიკა ქავჟარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა კოლელიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი და სხვ.

მათ შორისა გამორჩეულია სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც "ფუფალას“ დაუვიწყარი როლი შექმნა.

ფილმა არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა, როგორებიცაა: მთავარი პრიზი რიგის საკავშირო კინოფესტივალზე, "ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზი კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ნომინაცია „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს კინოფესტივალზე და სხვ.

  • „პარიზში ჩამოვიდა სოფიკო ჭიაურელი, საშინელი ტკივილებით და ძველებური შემართებით" - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელის შესახებ 

natvris-xe

რა მოხდა ჩიკაგოს კინოფესტივალზე

ფილმმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მაგრამ ამერიკაში, ჩიკაგოს კინოფესტივალზე ჩვენებას ერთი სახალისო ისტორია უკავშირდება. თავად სოფიკო ჭიაურელი ამ ამბავს ასე იხსენებდა:

"ნატვრის ხე" გვქონდა წაღებული თენგიზ აბულაძეს და მე ჩიკაგოში, კინოფესტივალზე. ფილმის ჩვენების შემდეგ წარმადგინეს, გამოვედი სცენაზე, მაშინ გამხდარი ვიყავი ძალიან... ტაში დაგვიკრეს, თავი დავუკარი და მერე ეკითხებიან თენგიზს - ის ქალი, ფუფალას რომ თამაშობს, არ ჩამოვიდაო? თენგიზმა უთხრა - ეს ის ქალიაო. მიყურებდნენ გაკვირვებულები, ვერ დაიჯერეს, რომ მე ის ქალი ვიყავი.“

ამერიკელებმა უბრალოდ ვერ დაიჯერეს, რომ სცენაზე მდგარი ახალგაზრდა, გამხდარი ქალი და ეკრანზე დანახული ექსცენტრული ფუფალა ერთი და იგივე ადამიანი იყო.

sopiko-chaureli

  • "ამის გამო ისე გაბრაზდა, რომ 10 წელი აღარ მესალმებოდა" - ია ნინიძის სამსახიობო გზა და მოგონებები 

ფუფალა - მარკ ჯეიკობსის ფარული მუზა

ყველაზე მოულოდნელი ამბავი კი ისაა, რომ ფუფალას პერსონაჟმა მსოფლიო მოდაშიც კი დატოვა კვალი. როგორც გვერდი "nateli_tbilisi" გვიამბობს, ფუფალა ცნობილი ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის შთაგონების წყარო გახდა.

pupala

marc-jacobs

  • რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ცნობილი ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ? 

"არ დაიჯერებთ, მაგრამ ფუფალა ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის შთაგონების წყაროდ იქცა. მის 2012 წლის კოლექციაში ნათლად ჩანს ის დეტალები, რომლებიც ფუფალას ახასიათებდა: მკვეთრი მაკიაჟი, მრავალფეროვანი სტილი და ბევრი სხვ. სარეკლამო კამპანია კი, რომელიც იურგენ ტელერმა გადაიღო, პრაქტიკულად ფილმის კადრებს იმეორებს.

ეს მაშინ შევამჩნიე, როდესაც ჟურნალ „მარი კლერში“ ვმუშაობდი. მაშინ კოლექცია ახალი გამოსული იყო, მაგრამ კოლეგებმა დამცინეს - შენ რა, ყველგან ქართული კვალი გელანდებაო? მე მაშინ ჩემს აზრზე დავრჩი და წლების შემდეგ გავიცანი არაჩვეულებრივი მხატვარი - რუბენ იანგიანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რუბო. ზუსტად იმ პერიოდში ის ბევრ ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობდა, მათ შორის, მარკ ჯეიკობსთანაც. რუბომ დამიდასტურა: კი, ეს კოლექცია და ამ ჩვენების სტილი ნამდვილად ფუფალას შთაგონებით შეიქმნაო.

თუმცა, ოფიციალურად ბრენდი აცხადებდა, რომ ეს კოლექცია მარია ანტუანეტას შთაგონებით იყო მომზადებული, მაგრამ დღეიდან თქვენც გეცოდინებათ, რომ ჩვენმა ფუფალამ მარია ანტუანეტას აჯობა".