13-წლიანი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი: ლელა მებურიშვილის წერილი მეუღლეს - Marao

13-წლიანი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი: ლელა მებურიშვილის წერილი მეუღლეს

2026-06-30 12:30:53+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი და დიპლომატი ბაჩო საგანელიძე უკვე 13 წელია, რაც დაოჯახებულები არიან. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ამჟამად ოჯახი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ლონდონში გადასვლა ბაჩო საგანელიძის დიპლომატიურ საქმიანობას უკავშირდება, სადაც ის ქართულ დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს. 

ბაჩო საგანელიძე იუბილარია. მეუღლეს დაბადების დღე ლელა მებურიშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა. მან გამომწერებს ოჯახური ფოტოკოლაჟი გაუზიარა, რომელიც მათ ერთობლივ მოგზაურობებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.

lela-meburishvili

  • ლელა მებურიშვილი ნიდერლანდების მეფესა და დედოფალს შეხვდა: კადრები სამეფო წვეულებიდან 

ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის ოჯახი  

ბაჩო საგანელიძე არის ქართველი დიპლომატი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობა უჭირავს.

დიპლომატიურ კარიერაში წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხო თანამდებობა, 2021 წლიდან დაინიშნა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილედ (კურირებდა ეკონომიკურ მიმართულებას), ხოლო ელჩის არყოფნის პერიოდში ის საქმეთა დროებითი რწმუნებული და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

lela-meburishvili

  • ლელა მებურიშვილის სრულიად ახალი ამპლუა და დაუვიწყარი როლები სცენაზე: "20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა" 

მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ. 

ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ 2013 წელს იქორწინეს - მათი სიყვარული 13 წელს ითვლის. მათი ორი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც ცხოვრების ამ ეტაპზე ლონდონში ცხოვრობენ. 

ლელა მებურიშვილმა ცოტა ხნის წინ გამომწერებს კარიერული სიახლეები გაუზიარა და თქვა, რომ მან სცენიდან კულისებში გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა - მაგისტრის ხარისხი ლონდონში დაიცვა და სადებიუტო ფილმიც გადაიღო. სულ ცოტა ხნის წინ კი Youtube-ზე საკუთარი არხი შექმნა, სადაც საინტერესო ადამიანებისა და ადგილების შესახებ ვლოგებს აქვეყნებს.