ლელა მებურიშვილის სრულიად ახალი ამპლუა და დაუვიწყარი როლები სცენაზე: "20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა" - Marao

ლელა მებურიშვილის სრულიად ახალი ამპლუა და დაუვიწყარი როლები სცენაზე: "20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა"

2026-05-05 12:54:03+04:00

"რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი: „ხვალ ხომ თქვენ თამაშობთ მარჯანიშვილის თეატრში?“ 

და მერე - იმდენი თბილი სიტყვა, რომ უბრალოდ გული ამიჩუყდა. 20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა, მაგრამ იმ ენერგიას ვერაფრით შეცვლი. როგორც ჩანს… ძალიან, ძალიან მენატრება", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ლელა მებურიშვილი.

lela-meburishvili

lela-meburishvili

lela-meburishvili

lela-meburishvili

lela-meburishvili

lela-meburishvili

ლელა მებურიშვილის განვლილი გზა

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". 

  • „სუხიშვილების“ ლეგენდარული მოცეკვავე რუსუდან ჭრიკიშვილი: ეპოქა სცენაზე და გზა ნინო რამიშვილიდან დღემდე

„ჩემი მეგობრები იხსენებენ, რომ ბავშვობაში სულ იგონებდი რაღაცასო. სკოლაში ტირილს დაიწყებდი, ვითომ შენი ძმა ცუდად გახდა, მერე გაგათავისუფლებდნენ და ასე იპარებოდი სკოლიდანო.

მახსოვს, რომ ყოველდღე ჩემი ძმა იგონებდა, რომ ვითომ თავი ან ფეხი სტკიოდა. ჩვენ ჩავდიოდით ექიმთან, რომელსაც ვთხოვდი, ჩემს ძმას მარტო ვერ გავუშვებ-მეთქი, ამიტომ მეც თან მივყვებოდი", - იხსენებდა ლელა მებურიშვილი. 

  • პატარძალი ატლასის ჩუსტებით და აკაკი ხორავასთან ნაცეკვი ვალსი - ლალი ბადურაშვილის ცხოვრების გარიჟრაჟი

მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ. 

  • "თინას სახით, ისეთი სილამაზე დადიოდა ქალაქში, ბიჭები კი არა, გოგოები დასდევდნენ” - ვინ იყო ევგენი მიქელაძის ქალიშვილი ტრაგიკული ბედით

ბოლო რამდენიმე წელია, ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. აქტიური სამსახიობო კარიერიდან მან კამერის მიღმა გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა. "რამდენიმე თვის წინ ლონდონში დავიცავი მაგისტრის დიპლომი და გადავიღე ფილმი. საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში", - წერდა ლელა.