ბრძოლა მძიმე დიაგნოზთან - უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა - Marao

ბრძოლა მძიმე დიაგნოზთან - უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა

2026-06-30 13:37:53+04:00

დიდი ბრიტანეთის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან ძლიერია და სულ რაღაც 24 საათში ბრიტანეთის სამი ყველაზე მაღალი მთა დალაშქრა. ამ ურთულეს საქმეს „სამი მწვერვალის გამოწვევა“ ჰქვია და პრინცესამ ის ქველმოქმედებისთვის შეასრულა. მას სურდა, ფული შეეგროვებინა ლონდონის იმ საავადმყოფოსთვის, სადაც თავად მკურნალობდა. როგორც იცით, ქეითს ორი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მძიმე მკურნალობა გაიარა და დაავადება წარმატებით დაამარცხა.

პრინცესამ სპეციალური ვიდეოც ჩაწერა და ხალხს აუხსნა, რომ ეს გამოწვევა მისთვის ძალიან პირადი იყო. მან თქვა, რომ უზომოდ მადლიერია, რადგან დღეს კარგად არის და ამდენი სიარულის ძალა შესწევს. ამ ნაბიჯით მას სურდა მადლობა გადაეხადა ექიმებისთვის და მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლაც ებრძვიან ამ მძიმე სენს.

ქეითმა მთებზე ჯამში 3 000 მეტრზე მეტი სიმაღლე დალაშქრა. ფინიშის ხაზთან მას მთელი ოჯახი დახვდა, ქმარი - პრინცი უილიამი, შვილები, მშობლები და ძმა. პრინცესას სურს ყველას აჩვენოს, რომ მძიმე დიაგნოზის შემდეგ ცხოვრება გრძელდება, ამიტომ მან სპეციალური ბმულიც გამოაქვეყნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საავადმყოფოსთვის თანხის გადარიცხვა.

kate-midlton

  • ქეით მიდლტონი, როგორც სამეფო ოჯახის "როკ-ვარსკვლავი" და უზარმაზარი პასუხისმგებლობა 

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა. 

2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში.

kate-midlton

  • ქეით მიდლტონის ტრიუმფალური დაბრუნება - როგორ იცვლებოდა პრინცესას სტილი წლების განმავლობაში 

2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.

უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.