ქეით მიდლტონი, როგორც სამეფო ოჯახის "როკ-ვარსკვლავი" და უზარმაზარი პასუხისმგებლობა - Marao

ქეით მიდლტონი, როგორც სამეფო ოჯახის "როკ-ვარსკვლავი" და უზარმაზარი პასუხისმგებლობა

2026-06-19 13:14:48+04:00

ბოლო დროს ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განსაკუთრებული გამოცოცხლება და ოპტიმიზმი შეიმჩნევა, რაც მეფე ჩარლზის გამეფების დღიდან არ ყოფილა. ამ პოზიტიური განწყობის მთავარი შემოქმედი კი საზოგადოების საყვარელი პრინცესა, ქეით მიდლტონია.

„ქეითი დღეს ყველაზე მეტად ჰგავს სამეფო ოჯახის 'როკ-ვარსკვლავს'. ის არის ადამიანი, რომლის გამოჩენასაც მსოფლიო მოუთმენლად ელის“, - აღნიშნავს სამეფო ოჯახის ბიოგრაფი ქეთრინ მაიერი ჟურნალ PEOPLE-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"ეს უდიდესი ტვირთია ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს მისთვის, ვინც ახლახან მძიმე სენს ებრძოდა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იღვწოდა“, - დასძენს ავტორი წიგნისა "გაყავი და იბატონე: სამეფო ოჯახის ქალები და მათი ბრძოლები“, რომელიც გაყიდვაში 23 ივნისს გამოვა.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისში უელსის პრინცესამ კიბოს დამარცხების შესახებ გამოაცხადა, იგი თანდათან უბრუნდება საზოგადოებრივ ცხოვრებას. მაისში ქეითი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია, სადაც ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებზე იმუშავა. ეს მისი პირველი საზღვარგარეთული სამუშაო ტურნე იყო დიაგნოზის დასმის შემდეგ.

kate-midlton

  • ექსკლუზიური ფოტოები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილიდან: 8 წელის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წყვილის ჯვრისწერიდან 

საინტერესოა, რომ ორი წლის წინ, მძიმე მკურნალობის კურსის პარალელურად, პრინცესამ საზოგადოების წინაშე პირველად გამოსასვლელად სწორედ მონარქის ოფიციალური დაბადების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი შეარჩია.

"ქეითს არა მხოლოდ იდეალურად და ენერგიულად უნდა გამოეხედა, არამედ კარგად აცნობიერებდა, რომ მასზე მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნებოდა მიპყრობილი“, - ამბობს მაიერი.

პრინცესას სიმშვიდე

13 ივნისს გამართულ საიუბილეო აღლუმზე პრინცესამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი საოცარი სიმტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს კულისებს მიღმა არსებული სკანდალების ჩრდილი მაინც დაჰყვებოდა.

სასახლის წინ შეკრებილ ხალხში აქტივისტები პლაკატებით გამოჩნდნენ, რომლებიც ყოფილ პრინც ენდრიუს ეხებოდა. მისმა გახმაურებულმა დაკავებამ და ჯეფრი ეპშტეინის სკანდალთან კავშირმა ბოლო თვეებში სამეფო ოჯახის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

თუმცა, უელსის პრინცესას წონასწორობა არ დაუკარგავს. როდესაც მისმა ეტლმა უკმაყოფილო აქტივისტების წინ ჩაიარა, მან შვილებთან, 12 წლის ჯორჯთან, 11 წლის შარლოტასთან და 8 წლის ლუისთან ერთად სრული სიმშვიდე და არისტოკრატული თავშეკავება შეინარჩუნა.

kate-midlton

  • ავსტრალიელი „კონკია“ გვირგვინით: როგორ შეცვალა უბრალო გოგონას ცხოვრება შემთხვევითმა შეხვედრამ 

წლევანდელი დღესასწაულის მთავარი სიმბოლო არა ერთიანობა გახლდათ. როდესაც ბუკინგემის სასახლის აივანზე მეფე ჩარლზის გვერდით მისი პირდაპირი მემკვიდრეები, პრინცი უილიამი და შვილიშვილები გამოჩნდნენ, ყველამ დაინახა მონარქიის მყარი და ურყევი მომავალი.

"ეს იყო ნამდვილი, თბილი ოჯახური მომენტი, რამაც მეფეს უდიდესი სიხარული მიანიჭა. სამეფო ოჯახი ზაფხულს ნამდვილად პოზიტიურ და ძლიერ ნოტაზე იწყებს“, - აცხადებს სასახლის ყოფილი წარმომადგენელი ეილსა ანდერსონი.

kate-midlton