მომღერალ ნათია თოდუას ბევრი იცნობს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მან გერმანულ მუსიკალურ პროექტში „The Voice“ გაიმარჯვა და თავი ყველას განსაკუთრებული ნიჭით შეაყვარა.
მომღერლის ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო ამბავი მოხდა - 2022 წელს მან და დავით ზურაბაშვილმა ბოდბის ტაძარში ჯვარი დაიწერეს და ოჯახი შექმნეს. მოგვიანებით მათ პირველი შვილიც შეეძინათ. ნათია სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც კარიერულ, ისე პირად სიახლეებსაც - გამონაკლისი არც მამის გარდაცვალება იყო - მომღერალი მამას ემოციური წერილით გამოემშვიდობა.
მამის ხსოვნას მიუძღვნა სულ ცოტა ხნის წინ გაზიარებული სიმღერაც:
"ეს შესრულება მამაჩემის ხსოვნას" - წერს ნათია თოდუა.

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.
2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიფანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს – X-Factor Ukraine-ში.

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.
გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე .
2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ამჯერად ნათია სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ის ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც ის წლების წინ პირველად წავიდა ოპერად, ახლა მისი პოსტერებია გამოკრული:
"ფოტო გამომიგზავნეს იმ ქალაქის ბიბლიოთეკიდან, სადაც 2017 წელს ოპერად ვცხოვრობდი. ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცზოვრებაზე. თითქოს მათ ისტორიებში ჩემს თავს და ისტორიას ვეძებდი. ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა. არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება და არასდროს თქვათ უარი, სცადოთ კიდევ და კიდევ. წაიქცევი? ადექი! წაგაქცევენ? ადექი! გადაგივლიან? მაინც ადექი! იმიტომ, რომ შენი გზა ოცნებამდე შენია! კონცერტი გუშინ საღამოს გაიმართა, იყო ძალიან ემოციური და თბილი. მალე გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეოებს", - წერს ნათია.