"მე და ორი რეზო" - უფროსი და უმცროსი არველაძეები: ფოტოები ქეთი წიქვაძის საოჯახო ალბომიდან - Marao

"მე და ორი რეზო" - უფროსი და უმცროსი არველაძეები: ფოტოები ქეთი წიქვაძის საოჯახო ალბომიდან

2026-07-03 10:46:44+04:00

ქეთი წიქვაძეს ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ რეიტინგულ სერიალში, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალებია".

მსახიობი ფეხბურთელ რეზი არველაძის ვაჟის, ნიკა არველაძის მეუღლეა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, რომელსაც ცნობილი ბაბუის სახელი - რეზი დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ ქეთის პირველი ქორწინებიდან კიდევ ორი შვილი ჰყავს და ოჯახი დიდ, მეგობრულ გარემოში ცხოვრობს.

ქეთიმ სოციალურ ქსელში უფროს რეზი არველაძესთან და უმცროს რეზი არველაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. ფოტოებმა უამრავი მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა.

"მე და ორი რეზო" - წერს ქეთი წიქვაძე

keti-tsikvadze

keti-tsikvadze

  • "იყო ერთი ეზო, ჰყავდა ორი რეზო" - რეზი არველაძის შვილიშვილი, დიდი ოჯახი და ფოტოები 

ქეთი წიქვაძის ოჯახი  

ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი. 

ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი ვაჟი, გიორგია და ილია შეეძინა. ქეთის მეუღლეს მალევე დაშორდა და პირადი ცხოვრების შესახებაც იშვიათად საუბრობდა.

ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი. 

  • ტური თეონა თავართქილაძის ზღაპრულ გარემოში: ყველასთვის საყვარელი დიზაინერის სახლი ზღვის პირას და საზაფხულო უქმეები 

 arveladzeebi

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე ნიკა არველაძეზე იყო შეყვარებული. ნიკა არველაძე ასევე ცნობილი მშობლების, რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს.

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი. 

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე 2025 წელს ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც ცნობილი ბაბუის, რეზის სახელი დაარქვეს.