"აქ სიყვარულია" - ულამაზესი თეთრი კაბა და ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის რომანტიკული კადრები - Marao

"აქ სიყვარულია" - ულამაზესი თეთრი კაბა და ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის რომანტიკული კადრები

2026-07-06 14:27:00+04:00

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ. სწორედ სტუდიის მოცეკვავეებთან ერთად გადაღებულ ტრადიციულ ვიდეოს გვიზიარებენ ისინი - "აქ სიყვარულია - სადაც მოგონებები მარადიულად ცოცხლობენ", - წერენ ოთო და ჯულიანა. 

  • "როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია" - ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ინტერვიუ ურთიერთობაზე, ბავშვობასა და კარიერაზე

oTo&Juliana Project-ის ფარგლებში, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ყოველწლიურად აწყობენ საზაფხულო გასვლით ტურს, რომელიც სავსეა მხიარულებითა გართობით. წელს მთავარი წვეულების თემა თეთრი ფერი იყო - მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც თეთრი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაუვიწყარი მოგონებები ერთად შექმნეს. კადრები კი მეგობრებსა და გულშემატკივრებს სოციალური ქსელით გაუზიარეს. 

oto-juliana

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებმა, ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა, მაყურებლის ყურადღება პირველივე გამოჩენისთანავე მიიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, წყვილი პირად ცხოვრებაზე იშვიათად ლაპარაკობს.

  • ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები: ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ახალი ფოტოებით

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულიანამ პირდაპირ თქვა, რომ მათ შორის არსებული ურთიერთობის საჯაროდ განხილვა არ სურს.

"ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური მეგობრობაც. როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია. მე ვთვლი, რომ პირადი ურთიერთობა ამიტომაც ჰქვია, რომ პირადია. რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია," - ამბობს ჯულიანა.